უკრაინის პორტები 140 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. ამის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს ცნობით, გემებმა ოდესისა და პივდენიის პორტები დატოვეს და აფრიკის, აზიისა და ევროპისკენ მიემართებიან.
უწყების ცნობით, ივლისში შეთანხმების შემდეგ, 1,1 მილიონი ტონა მარცვლეული აფრიკაში გაიგზავნა.
რუსული მედიის ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში ამჟამად მოსკოვში იმყოფება ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მოლაპარაკებებზე.
როგორც ცნობილია, თვის დასაწყისში სენეგალში ვიზიტისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ყველაფერს გააკეთებს ბოლო ამოსუნთქვამდე, რათა გააგრძელოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი აფრიკაში, ასევე მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებისთვის“.
Ipn.ge