უკრაინის პრემიერმა Nestle-ს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდა. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში დაწერა, მან Nestle-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ შნაიდერს მოუწოდა, გადახედოს გადაწყვეტილებას რუსეთში მუშაობის გაგრძელების შესახებ.
შმიგალმა თქვა, რომ კომპანიის დირექტორს რუსეთში დარჩენით გამოწვეულ შედეგებზე ესაუბრა, მაგრამ მან საკითხი ვერ გაიგო. უკრაინის პრემიერი იმედოვნებს, რომ შვეიცარიული კომპანია კურსს მალე შეცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ Nestle-მ შეაჩერა ზოგიერთი პროდუქტის (Nespresso, San Pellegrino) რუსეთში მიწოდება, ის კვლავ ამარაგებს მოსახლეობას ბავშვისა და შინაური ცხოველების საკვებით.
Nestle-მ გასულ წელს რუსეთიდან $1,8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 2%-ია.
bloomberg.com