უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაზე საჰაერო დარტყმების ტალღას ელოდებიან, მათ შორის კიევზე.
ოფისის წარმომადგენლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში, შესაძლოა, იყოს სამ-ოთხი დარტყმა. ამასთან დაკავშირებით, მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ პანიკის საფუძველი არ არის.
„ეს მაინც არ იქნება იმაზე უარესი, რაც ჩვენ დილის 5 საათზე გადავიტანეთ. კონკრეტულ მონაცემებს მოგვიანებით მოგაწვდით, როდესაც ინფორმაცია დამუშავდება“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.
მანვე გამოთქვა ვარაუდი, რომ დარტყმები განხორციელდება მხოლოდ სამხედრო და არა სამოქალაქო ობიექტებზე. ის ფიქრობს, რომ ეს სამხედრო ობიექტები უკვე ევაკუირებულია, ამიტომ დანაკარგი არ იქნება, ან იქნება ძალიან მცირე.
ipn.ge