უკრაინის პრეზიდენტმა ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მოქალაქეობა ჩამოართვა

access_time2022-07-22 17:51:37

უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ვლასენკო აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება რამდენიმე ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რომელთა შორისაც ოლიგარქი იგორ კოლომოისკი და უკრაინის რადას დეპუტატებიც არიან.

დოკუმენტში ნახსენები არიან წარმოშობით სირიელი ანას ალ-სალიამატი, ოდესაში მცხოვრები იგორ ვასილკოვსკი, ზაპოროჟიეს ოლქში მცხოვრები ოლენა ერემინა, წარმოშობით მოლდოველი, ოდესაში მცხოვრები ლარისა კოლი, დნეპრში მცხოვრები იგორ კოლომოისკი, ასევე დნეპრში მცხოვრები გენადი კორბანი, წარმოშობით უზბეკი, ოდესაში მცხოვრები ვიაჩესლავ ლიმი, კიევში მცხოვრები ვადიმ რაბინოვიჩი, წარმოშობით რუსი, ჩერნიგოვის ოლქში მცხოვრები გალინა როგოვენკო და წარმოშობით აზერბაიჯანელი, ოდესის ოლქში მცხოვრები სეიმურ ხუდუევი.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი არაა ხელმოწერილი, თუმცა მას ადევს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბეჭედი.

ფოტოს ასევე ეხმაურება კიევის რადას დეპუტატი ევგენი კუზმენკო.

„უკრაინის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება ხომ არ სურს? და თუ არა, რატომ?“, - წერს ევგენი კუზმენკო.

შეგახსენებთ, რომ კოლომოისკიმ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, ერთ-ერთი პირველი კომერციული ბანკის PrivatBank-ის დაფუძნებით დააგროვა. ბანკი უკრაინის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი იყო და მასზე უკრაინის დეპოზიტების ⅓ მოდიოდა.


2016-ში კი ფულის გათეთრების სქემის გამოვლენის საბაბით, მთავრობამ მასში სპეციალური მართვა დააწესა და ბანკის სრული ნაციონალიზაცია მოახდინა. ამ პერიოდისთვის კოლომოისკისა და პეტრო პოროშენკოს შორის ურთიერთიერთობა უკვე დაძაბული იყო, მას 2015 წლის მარტში დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობის დატოვება მოუწია. 2019 წლის მაისამდე კოლომოისკი შვეიცარიაში ცხოვრობდა, ვოლოდომირ ზელენსკის არჩევის შემდეგ კი, უკრაინაში დაბრუნდა. 

იგორ კოლომოისკის სახელს უკავშირდება კიდევ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები —FlyUIA.

როგორც ცნობილია სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფო ავიაკომპანია Ukraine Airlines-ი ჩამოყალიბდა, რომლის ბაზაზეც შემდგომ კერძო კაპიტალის ჩართულობით Aerosvit Airlines-ი და FlyUIA შეიქმნა.

Ukraine Airlines-მა ოპერირება 2004 წელს ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა.

Aerosvit-მა კი გაკოტრების პროცედურები 2012 წლის ბოლოს დაიწყო. FlyUIA-ს მაჟორიტარული პაკეტი, აქციების 61.58%-ი 2011 წელს გასხვისდა. შესაბამისად ავიაკომპანიის ახალი მფლობელები Aerosvit-ის ყოფილ მფლობელებთან, არონ მაიბერგთან და იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებული კომპანიები გახდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up