უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ბიზნესმენებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა.
კერძოდ, სანქციები დაუწესდათ კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, ბიზნესმენებს ოლეგ დერიპასკას, ანდრეი კოსტინს და იგორ, არკადი და რომან როტენბერგებს.
სასანქციო სიაში მოხვედრილ პირების უკრაინაში განთავსებული აქტივები დაიბლოკება და მათ აეკრძალებათ უკრაინიდან ფულის გატანა. გარდა ამისა, აღნიშნულ პირებს უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ.
სანქციები ასევე დაუწესდა 698 რუსულ კომპანიას. სასანქციო სიაში შემდეგი კომპანიები მოხვდნენ: „სბერბანკი“, „ვტბ“, „გაზპრომბანკი“ და ა.შ.
სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, კრედიტებისა და სესხების გაცემის აკრძალვას, ფინანსური დახმარების გაცემას და ფასიანი ქაღალდების შეძენას. ასევე სანქციები კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე ვიზიტს და პრივატიზებაში მონაწილეობის მიღებას.
imedinews.ge