უკრაინის, რუსეთის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში ავიარეისებზე შეზღუდვები 2029 წლამდე დარჩება. ამის შესახებ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია, Eurocontrol-ის შვიდწლიან პროგნოზში არის ნათქვამი, რასაც უკრაინული „ევროპეისაკია პრავდა“ ავრცელებს.
„უკრაინის, რუსეთის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეზღუდვები საპროგნოზო ჰორიზონტის ბოლომდე, ანუ 2029 წლამდე დარაჩება ძალაში,“ - წერია დოკუმენტში, რომელიც განმარტავს, რომ საუბარია თვითმფრინავების ჩვეული მარშრუტების აღდგენაზე.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საავიაციო ინდუსტრია კორონაპანდემიისგან რეაბილიტაციას განაგრძობს, თუმცა ამ პროცესს ხელს უშლის ისეთი ძრითადი ფაქტორები, როგორიც არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეკოლოგიური თვალსაზრისით შიდა ფრენების შეზღუდვები, აეროპორტებში პერსონალის ნაკლებობა და მასთან დაკავშირებული გაფიცვები.
მაგალითად, Eurocontrol-ის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა სამოქალაქო ავიაციაზე გავლენას იმ მხრივ ახდენს, რომ ენერგომომარაგების ჯაჭვების შეფერხება, მაღალი ინფლაცია და ნდობის საერთო დონის დაცემა მშპ-ს ზრდის პროგნოზებს ამცირებს და ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობას აუარესებს.
უკრაინამ საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის მთლიანად 24 თებერვალს, ომის დაწყების დღიდანვე დახურა. მალე ევროკავშირის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა თავიანთი საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის დახურეს. მოგვიანებით რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო.
სექტემბერში ავიაკომპანია WizzAir-მა ლვოვიდან პოლონეთში თავისი კომერციული თვითმფრინავის გადაყვანა შეძლო, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში იყო ჩარჩენილი. ასევე, დეკემბერში ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, Airbus A400M-ის შინ დაბრუნება თურქეთმაც შეძლო.
bpn.ge