მადრიდში უკრაინის საელჩომ მიიღო ამანათი, რომელშიც ცხოველის თვალები აღმოჩნდა. უკრაინულმა და ესპანურმა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყო მსგავსი „სისხლიანი ამანათების“ სერიიდან, რომელიც მთელ ევროპაში უკრაინის დიპლომატიურ მისიებს გაუგზავნეს, ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
სპეციფიკური ფერის და სუნის სითხეში დამბალი ასეთი ამანათები უნგრეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში უკრაინის საელჩოებში, ასევე ნეაპოლში გენერალურ საკონსულოში და ბრნოს საკონსულოში გაგზავნეს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამ სისხლიანი ამანათების გაგზავნა გასულ კვირას „წერილი-ბომბების“ მოღებას მოჰყვა, რომლებიც მადრიდში უკრაინის საელჩოს, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის და მადრიდში აშშ-ს საელჩოს მისამართზე იყო გაგზავნილი.