დაასრულეთ რუსული ტურიზმი! - ამ მოწოდებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ,,ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რუსები საზღვარგარეთ დასვენებისთვის ემზადებიან.
მათი თქმით, ქვეყნებმა რუსეთს ტურისტული მომსახურება უნდა შეუზღუდონ.
,,დაასრულეთ რუსული ტურიზმი! კრემლის რუსული რეჟიმი უკრაინას სისხლში ახრჩობს, რუსები კი გაუაზრებლად ემზადებიან საზღვარგარეთ ჩვეული დასვენების სეზონისთვის. ასეთი ფარისევლობა დაუშვებელია - სასწრაფოდ შეუზღუდეთ თქვენი ტურისტული მომსახურეობა რუსებს!“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.