რუსეთი უკრაინის დროებით მიტაცებულ ნაწილებში, კერძოდ ზაპოროჟიესა და ხერსონში რუბლის დანერგვას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
„ადგილობრივი მოსახლეობის ტოტალური წინააღმდეგობის პირობებში, რუსეთი რუბლის დანერგვას ცდილობს ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დროებით მიტაცებულ ნაწილებში, რათა საოკუპაციო რეჟიმი დაამყაროს“, - აღნიშნა ნიკოლენკომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ამას გარდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი რუსეთზე „სანქციებით ზეწოლით გაძლიერების“ მოწოდებით გამოვიდა, მანამ ვიდრე ოფიციალური მოსკოვი უკრაინიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს.