უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. ამის შესახებ მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.
„დღეს უკრაინელებმა, ჩვენი დარტყმით ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შეშინებულმა, მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა. ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ გამოცხადდა სპიკერად უკრაინიდან ვიდეო ბმულით, უშიშროების საბჭოს რეგლამენტის დარღვევით, - დაწერა დიპლომატმა თავის Telegram არხზე.
„მე დავავალე უკრაინის ელჩს გაეროში, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივი მოწვევა დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.
მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება ტერორიზმია და უკრაინა გააგრძელებს მოსთხოვოს მსოფლიოს მტკიცე რეაქცია ამ დანაშაულებებზე“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დღეს რამდენჯერმე დაბომბეს. აგრესორები მიზანმიმართულად ანადგურებენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რის გამოც ქალაქების უმრავლესობაში ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნა. კიევში ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.