უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
„ვრცელდება ინფორმაცია ჩერნიგოვის რაიონში რუსული სუ-34-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ ,- აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, Buk-M1 და S-300 საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ხუთი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატი Forpost-ი და ოთხი ვერტმფრენი.
წყარო: interpressnews.ge