დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ფონზე, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ომში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ამის შესახებ უკრაინის მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ცენტრალურ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთდახმარებას, ასევე ქვეყნებს შორის ფინანსურ და საბანკო სექტორში მჭიდრო კავშირების დამყარებას.
„კირილ შევჩენკოსთან ერთად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენს კარგ ურთიერთობას და მჭიდრო კავშირებს ჩვენს ბანკებს შორის“, - განაცხადა პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ადამ გლაპინსკიმ.