უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა 28-30 მარტს თურქეთში დაიგეგმა - ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა დაწერა დავით არახამიამ. რომელიც მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია.
უკრაინა-რუსეთის წარმომადგენლებს შორის დღეს ვიდეო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მორიგი შეხვედრა უკვე არა ონლაინ რეჟიმში, არამედ კვლავ პირისპირ გაიმართება.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.