ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისადმი სოლიდარობის სატრასტო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კომუნიკეშია ნათქვამი, რომელიც ხუთშაბათი–პარასკევის ღამეს, ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
ევროსაბჭომ ასევე დაუჭირა მხარი დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას, რომლის მიზანიც სოლიდარობის ფონდის შევსება იქნება. კონფერენცია ახლო მომავალში გაიმართება.
სამიტზე ისიც აღნიშნეს, რომ ევროკავშირი უკრაინას უწყვეტად მიაწვდის ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიას. ცოტა ხნის წინ „შესანიშნავი მიღწევა“ უწოდეს უკრაინისა და მოლდოვას ენერგოსისტემების ევროპასთან სინქრონიზაციას.
DW.DE