დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკრაინისთვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ $20 მლრდ–ს გადააჭარბა. საუბარია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე პერიოდზე. ამ დახმარების ნაწილი უკრაინამ უკვე მიიღო.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ამის შესახებ RBC-Ukraine ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კირილ შევჩენკოს ინტერვიუზე დაყრდნობით წერს, რომელიც მაღალჩინოსანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Toronto Centre–ს მისცა.
„მინდა აღვნიშნო საერთაშორისო სავალუტო ფონდის უპრეცედენტო დახმარება. სსფ–ის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და პარტნიორი ქვეყნების დახმარებებიც მივიღეთ. ჩვენ ყველასი მადლობელი ვართ“, – აღნიშნა უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.