უკრაინაში წასული და ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის რიგებში გაწევრიანებული გაზპრობანკის ვიცე–პრეზიდენტის იგორ ვოლობუევის ანგარიშებიდან მთელი მისი ფინანსური ქონება გაქრა. ამის შესახებ ვოლობუევმა The Telegraph–თან ინტერვიუში განაცხადა. ფული გაზპრომბანკის ანგარიშებზეა გადატანილი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
რუსეთიდან წასვლის შემდეგ მან ბარათებით სარგებლობა ვერ შეძლო სანქციების გამო, ახლა კი დეპოზიტები „უკვალოდაა გამქრალი“ ბანკის აპლიკაციიდან.
ვოლობუევის აზრით, „ეს არის ანგარიშსწორება დეზერტირობისთვის“ და ამბობს, რომ მზადაა ქუჩაში ეძინოს, ოღონდ უკრაინას არ დატოვებს, წერს The Insider.
26 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლობუევი რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაში გადავიდა, სადაც ის დაიბადა და დაბრუნებაზე 2004 წლიდან ფიქრობდა. მან დაგმო რუსეთის შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის რიგებში აპირებს ბრძოლას.