უკრაინულ და რუსულ სურსათს თურქული პროდუქცია ჩაანაცვლებს - ივა ჭყონია

უკრაინულ და რუსულ სურსათს თურქული პროდუქცია ჩაანაცვლებს - ივა ჭყონია

access_time2022-03-09 15:34:21

უკრაინის მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალა. ამასთა, რუსეთში შეფერხებულია ფულადი გადარიცხვები. „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელს ივა ჭყონია გვიყვება, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსულ სასურსათო პროდუქციას ქართული ბაზრის 60%-ზე მეტი წილი უკავია. ამის მიუხედავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქართულ ბაზარს პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, კომპანიები აქტიურად მუშაობენ სხვა, ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე. როგორც ივა ჭყონია ამბობს, ყველაზე აქტიურად თურქეთი განიხილება.

 

„ქვეყანაში გარკვეული მარაგები არის, მაგრამ პროდუქტები, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა - წიწიბურა, ზეთი, ფქვილი და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, აღარ შემოდის. ამ ეტაპზე რუსეთიდან იმპორტზე შეფერხება არ შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით ფულად გადარიცხვებს, რაც გაპრობლემდა. რა თქმა უნდა, პარალელურად მიდის ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობა, საიდანაც შევძლებთ პროდუქტების წამოღებას. ეს ცალსახად ნეგატიურად აისახება ჩვენს ბაზარზე იმიტომ, რომ გაცილებით ძვირი ეღირება. ყველაზე აქტიურად თურქეთი განიხილება, რადგან ახლოსაა. აგრეთვე განიხილება ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებით, ლოგისტიკის ნაწილში პროდუქციის შემოტანა საკმაოდ ძვირი იქნება. აქედან გამომდინარე, მოლოდინები არასახარბიელო გვაქვს, თუმცა, დეფიციტის საფრთხე არ გვემუქრება. შეიძლება რაღაც დასახელების ზეთი ვერ ნახოთ, მაგრამ ნახავთ სხვას. მაგალითად გავიგეთ, რომ „ნემიროვის“ და „სანდორას“ ქარხნები გაჩერებულია. თუ ვერ ნახავთ არაყ „ნემიროვს“ შეგხვდებათ სხვა. ალტერნატივა ყოველთვის არის. ის რომ რომელიმე პროდუქტი, მაგალითად წიწიბურა ან ბრინჯი დეფიციტში იყოს, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, უბრალოდ მივიღებთ შეცვლილი ფასით“, – განმარტავს ივა ჭყონია.



კომერსანტი


თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up