უკრაინული სატვირთო კომპანია Meridian Air Cargo-ს (ფრენა MEM3032) უკრაინული წარმოების სატვირთო თვითმფრინავი Antonov An-12BK ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან ჩამოვარდა, იტყობინება ბერძნული City Times.
უკრაინული An-12 აფრინდა სერბეთის ნისის აეროპორტიდან ამანის მიმართულებით. იორდანიისკენ მიმავალ გზაზე კავალას გარეუბანში, ჩრდილოეთ საბერძნეთში მას შემდეგ ჩამივარდა, რაც პილოტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა თასოსის სამხრეთით. სამწუხაროდ, თვითმფრინავი კავალას აეროპორტამდე ვერ მივიდა. - ნათქვამია გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
An-12-ს გადაჰქონდა „საშიში ტვირთი“, რომლის ბუნება ჯერ არ არის დაკონკრეტებული, თუმცა პირველი ნიშნები მიუთითებს, რომ იგი ახორციელებდა საბრძოლო მასალის გადაზიდვას“, - წერს გამოცემა EPT.
ექსპერტები ავიაკატასტროფის ადგილზე ეძებენ „შავ ყუთს“, რომლებიც ტრაგიკული მოვლენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.