უკრაინული  ბაზრის ჩაკეტვის გამო საქართველოში ცხოველების და ფრინველების საკვები ძვირდება

უკრაინული ბაზრის ჩაკეტვის გამო საქართველოში ცხოველების და ფრინველების საკვები ძვირდება

access_time2022-03-09 13:10:37

ცხოველების და ფრინველების საკვების მწარმოებელ კომპანიებს უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება უწევთ. იმის გამო, რომ უკრაინიდან სოიას იმპორტი გაჩერდა, კომპანიები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. როგორც ,,ნუტრიმაქსის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი რევაზ ლაფაჩი  ,,კომერსანტთან“ ამბობს, ნედლეულის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, თუმცა სხვადასხვა ფაქტორების გამო,  ფასი იზრდება.


,,უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების,  ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებისა და პროტეინის წყაროებზე გაზრდილი ფასების ფონზე, გაიზარდა ცხოველებისა და ფრინველების საკვების ფასიც.  კურსთაშორისი სხვაობა საკმაოდ დიდია, უკვე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3,40-ს გასცდა.

სოია ძვირდება, პროტეინის (ცილის წყარო) ფასი იზრდება არა მარტო აქ, შავი ზღვის რეგიონში, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში. ეს ეხება  -  როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოტანილ პროდუქტებსაც. უკრაინული სოია, რომლითაც რეგიონი მარგდებოდა, ლოგისტიკის ერთიანი ჯაჭვიდან ამოვარდა და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. მიმდინარე პერიოდში ნედლეულის მომწოდებლების დივერსიფიკაციითა და თვითღირებულების ოპტიმიზაციით, მაქსიმალურად ვცდილობთ ნეგატიური ფაქტორების გავლენა შევამციროთ ჩვენს სექტორში“,  - ამბობს ,,კომერსანტთან“ რევაზ ლაფაჩი.


მისი თქმით, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, დიდი ალბათობით,  შეფერხდება, განსაკუთრებით კი ხვნა-თესვა. შესაბამისად, უკრაინული პროდუქტი არ იქნება ხელმისაწვდომი, რაც  შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს.



 ,,პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, ბიზნესი კი გაურკვევლობაშია.  ვფიქრობთ შესაძლო ალტერნატივაზე.  სოიას ძირითადი მომწოდებელი გლობალურ ბაზრებზე სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაა, ჩვენი რეგიონისთვის კი უკრაინა, რომელიც დღეს ჩაკეტილია. ომის გამო მთელ ლოგისტიკურ არხებს ექმნება პრობლემა. თუ საგაზაფხულო სამუშაოები ჩავარდება, უკრაინა სოიას მოსავლის გარეშე დარჩება,  რაც კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას.
ჩვენი ცოდნა და ბაზრის დივერსიფიკაცია არის ის, რითაც ამ ეტაპზე ვპასუხობთ გამოწვევებს.  პროდუქციის ფასებმა უკვე მოიმატა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ნაკლები დარტყმა მიიღოს სექტორმა. ყოველდღიურად ვაკვირდებით, ვაანალიზებთ სიტუაციას და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.   არსებული მარაგებითა და დალაგებული ლოგისტიკით შეგვიძლია ჯერ კიდევ დავიცვათ ბაზარი“, -
ამბობს რევაზ ლაფაჩი ,,კომერსანტთან“. 


ცნობისთვის, „ნუტრიმაქსი“ 2009 წელს დაარსდა და ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცხოველთა და ფრინველთა საკვებს ინდუსტრიულად აწარმოებს.


კომპანიის მისიაა მაღალხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური კონსულტაციების მიწოდების საშუალებით, განავითაროს ფერმერული მეურნეობები საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან ჰოლანდიური მსხვილი ჰოლდინგის წევრის — Trouw Nutrition-ის ოფიციალური პარტნიორია, რომელსაც ცხოველთა საკვებისა და დანამატების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერის პოზიცია უკავია. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up