უკრაინული მარილის უმსხვილესი მწარმოებელი გაურკვეველი ვადით გაჩერდა

უკრაინული მარილის უმსხვილესი მწარმოებელი გაურკვეველი ვადით გაჩერდა

access_time2022-05-24 19:00:02

ევროპაში მარილის უმსხვილესმა უკრაინულმა მწარმოებელმა, სახელმწიფო საწარმო „არტემსოლმა“ მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიქტორ იურინმა „ვილნეს რადიოს“ განუცხადა, რასაც „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

 

„არტემსოლი“ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში მდებარებს, სადაც რუსული საოკუპაციო ჯარები ინტენსიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებენ. ვიქტორ იურინის ცნობით, მუდმივი დაბომბვის გამო, საწარმო ბრძანების საფუძველზე არ მუშაობს და განუსაზღვრელი ვადით უმოქმედოთაა. ნაწილობრივ დანგრეულია სათაო ოფისის შენობა, იყო პირდაპირი დარტყმები მარილის მაღაროებსა და მასალის საწყობზეც.

 

„წარმოების პროცესი შეუძლებელია. ჩვენ ადამიანებს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. მეტიც, სოლედარში მცხოვრებთა უმეტესობა, რომელიც „არტემსოლის“ თანამშრომელია, უკვე ევაკუირებულია,“ - აცხადებს საწარმოს ხელმძღვანელი.

 

მისი თქმით, „არტემსოლმა“ მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში, ოლქის რკინიგზის გათიშვის გამო შეწყვიტა და ექსპორტისთვის ხელმისაწვდომი ყველა მარაგი საცალო ქსელებში აპრილშივე გაიგზავნა. „არტემსოლი“ პროდუქციას ძირითადად რკინიგზით გადაზიდავდა, ხოლო საავტომობილო გზით მხოლოდ მცირე მოცულობის ექსპორტი ხდებოდა.


 

ვიქტორ იურინის ცნობით, საწარმოს პერსონალი საომარი მოქმედებების დროს არ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე თანამშრომელი მათი სახლების დაბომბვის შედეგად დაშავდა. იურინი ამბობს, რომ საწარმოს დახურვის გამო, საომარი მოქმედებების დასრულებამდე, უკრაინას თურქეთიდან, რუმინეთიდან და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებიდან მარილის იმპორტის გაზრდა მოუწევს.

 

„არტემსოლი“ სუფრის მარილის მოპოვებისა და რეალიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიამ 43 მლნ გრივნის (1,462,450.25 დოლარის) სუფთა მოგება მიიღო, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს 5,8-ჯერ აღემატება, ხოლო შემოსავალი გაორმაგდა და 1,28 მლრდ გრივნას (43,534,594.34 დოლარს) მიაღწია.

 

2020 წლის ბოლოს „არტემსოლმა“ მარილის წარმოება, 2019 წელთან შედარებით, 41%-ით, 1,18 მილიონ ტონამდე შეამცირა, რისი მიზეზიც უამინდობა, კარანტინი და მსოფლიო ბაზრებზე გაზრდილი კონკურენცია იყო.


bpn.ge


თეგები:
მარილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up