უკრაინულმა ნავთობკომპანიებმა საწვავის რამდენიმე სახეობის გაყიდვა შეწყვიტეს

უკრაინულმა ნავთობკომპანიებმა საწვავის რამდენიმე სახეობის გაყიდვა შეწყვიტეს

access_time2021-05-17 19:00:47

უკრაინაში „სანავთობო ბოიკოტი“ პირველებმა ავტოგასამართი სადგურების ქსელებმა ОККО, WOG, SOCAR და KLO-მ დაიწყეს, ამის მიზეზი მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება გახდა, რომელიც კარანტინის პერიოდში საწვავის ფასების რეგულირებას გულისხმობს. შემდეგ მათ სხვა კომპანიებიც შეუერთდნენ, თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე ბენზინის და დიზელის გაყიდვების სრულ შეჩერებამდე საქმე არ მისულა. ბოიკოტი ამ ეტაპზე საწვავის რამდენიმე ძირითად და ყველაზე მოთხოვნად, მაგრამ არა ყველა სახეობას შეეხო.


ბოიკოტის პერიოდში კომპანიები მყიდველების მოზიდვას სხვადასხვა ფასდაკლებებით არ გეგმავენ.

SOCAR-ის Facebook გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანია არ ეთანხმება მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომელიც ბენზინზე და დიზელზე ფასნამატის მაქსიმალური ლიმიტის შემოღებას გულისხმობს.

„ჩვენ იძულებულები ვართ საწვავის რამდენიმე სახეობის გაყიდვები შევაჩეროთ და მთავრობის მხრიდან ახსნა-განმარტებებს დაველოდოთ. ასევე შექმნილ ვითარებაში ჩვენ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს და აქციების დროებით ვწყვეტთ“, - იუწყება აზერბაიჯანული კომპანიის უკრაინული ფილიალი.



მსგავსი გადაწყვეტილება სხვა მსხვილმა ქსელებმაც მიიღეს. კერძოდ, კომპანია KLO-ს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში ბენზინის და დიზელის რამდენიმე სახეობის გაყიდვები შეწყდება, ასევე სტანდარტული და დამატებითი შეღავათების სისტემაც დროებით უქმდება.



14 მაისს უკრაინის მთავრობამ კარანტინის პერიოდზე საწვავზე ფასების რეგულირების გადაწყვეტილება მიიღო. მის თანახად, საცალო ვაჭრობაში საწვავზე ფასნამატი გარკვეულ საზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ბენზინის და დიზელის სხვადასხვა სახეობაზე ფასნამატიც განსხვავებულია.




შესაბამისად, საწვავზე ფიქსირებული ფასების შემოღება მოხდა და ნავთობკომპანიების პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია, მათ საწვავის რამდენიმე სახეობის გაყიდვა შეამცირეს, რადგანაც მათი ინფორმაციით, ახალი ფასების პირობებში ეს წამგებიანია.



მთავრობის გადაწყვეტილება ასევე გააპროტესტა ევროპულმა ბიზნეს-ასოციაციამ, რომელიც ფასების რეგულირების გაუქმებას ითხოვს.



„ეს გადაწყვეტილება მცდარია და ის ვითარებას უკრაინის საწვავის ბაზარზე არათუ არ გააუმჯობესებს, არამედ გააუარესებს, ფასების რეგულირების გამო ბიზნესი შესაძლოა ჩრდილში გადავიდეს, ხოლო ქვეყანაში საწვავის შავი ბაზარი გაჩნდეს“ - თვლის ასოციაცია.



საწვავზე ფასების რეგულირების ინიციატორი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გახდა და ეს საკითხი ჯერ კიდევ აპრილში განიხილებოდა. მაშინ ნავთობინდუსტრიის წარმომადგენლებმა ამ იდეის მავნებლობაში მთავრობის დარწმუნება შეძლეს და ფასების ზრდის შეკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან არაფორმალურ შეთანხმებას მიაღწიეს.



თუმცა, ეს გარიგება გათვლილი იყო აპრილზე, მაისში კი ნავთობკომპანიებმა ფასები ერთბაშად გაზარდეს. ამის საპასუხოდ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა აპრილში დაწუნებული რეგულაცია მაინც მიიღო.


glavred.info

თენგიზ აბლოთია


თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up