უკრაინული საფოსტო მარკა წარწერით „Русский военный корабль, иди ...“ Ebay-ზე 1000 დოლარად იყიდება

უკრაინული საფოსტო მარკა წარწერით „Русский военный корабль, иди ...“ Ebay-ზე 1000 დოლარად იყიდება

access_time2022-04-19 19:00:46

„უკრფოსტამ“ რუსული სამხედრო გემის „ცნობილი მიმართულებით“ გაშვების კონტენტზე საფოსტო მარკა დაამზადა, რამაც მომხმარებლებში ბუმი გამოიწვია. მარკა კიდევ უფრო პოპულარული უკრაინელი სამხედროების მიერ რუსული ფლოტის ფლაგმან „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ გახდა. The Guardian-ის კორესპონდენტი, ლუკ ჰარდინგი იტყობინება, რომ კიევის მცხოვრებლები გემის მარკის შესაძენად მთავარ ფოსტასთან რიგში საათობით დგანან.


საფოსტო ოპერატორის პრესსამსახურის ცნობით, ხუთ დღეში, თითქმის, ნახევარი მილიონი მარკა გაიყიდა, ხოლო ტირაჟი მილიონი ეგზემპლარი იყო. დიდი მოთხოვნის გამო, „უკრფოსტა “მარკების რაოდენობაზე შეზღუდვებს აწესებს, რომლის მხოლოდ ერთი ხელით შეძენა იქნება შესაძლებელი. ამასთან, „უკრფოსტა“ მარკას აღარ გადაბეჭდავს, ამიტომ, როგორც უწყებაში აცხადებენ, „თითოეული მარკა თავის ისტორიულ ღირებულებას შეინარჩუნებს“.


გემის მარკები უკვე უკრაინის ყველა რეგიონულ ცენტრში გამოჩნდა, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის გარდა, რისთვისაც უკრფოსტამ რეზერვი გადაინახა.


საფოსტო ოპერატორის პრესსამსახურის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ზოგიერთი ადამიანი სპეკულაციური ფასით ნაყიდი მარკების გაყიდვას იწყებს. მაგალითად, ონლაინ მაღაზია Ebay-ზე ამ მარკის მქონე კონვერტი უკვე 1000 დოლარად იყიდება, რასაც „უკრფოსტა“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება.


„ჩვენი მარკით ვაჭორბას, ასევე, რაიმე საქველმოქმედო ან სხვა ინიციატივას მხარს არ ვუჭერთ, რადგან შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მიდის მარკების გაყიდვიდან მიღებული თანხა,“- ნათქვამია უკრფოსტის განცხადებაში. უწყება მარკის გაყიდვას მხოლოდ Prozorro-ს აუქციონის ვებგვერდ bit.ly/auktsion-marka-ზე მიიჩნევს დასაშვებად.



განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკრფოსტა“ შეზღუდვებს სპეკულაციის შესამცირებლად აწესებს, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა შეძლოს, მარკების შეძენა. მაგალითად, 18 აპრილიდან ნებისმიერი ნომინალის მხოლოდ ერთ ხელში არაუმეტეს ხუთი ფურცლის შეძენა არის შესაძლებელი, თითო ფურცელზე კი ექვსი მარკა არის მოთავსებული.


ამასთან, ონლაინ მაღაზიაში ყველა შეკვეთა უქმდება, რადგან ზოგიერთი შეკვეთა 30 ათასზე მეტ მარკას მოიცავდა. ამ კვირაში ამოქმედდება განახლებული საფოსტო მარკეტი, რომელზეც მომხმარებლები შეკვეთის ხელახლა განთავსებას უფრო მოხერხებულად შეძლებენ. მყიდველები მიიღებენ დამატებით შეტყობინებას და გაუქმებული შესყიდვის ხელახლა გაფორმებას შეძლებენ. თუმცა დასაშვებია არაუმეტეს სამი ფურცლის შეკვეთა, ხოლო ერთსა და იმავე მისამართიდან სამ ფურცელზე მეტი შესყიდვა დაიბლოკება.


ამასთან, საფოსტო ოპერატორი მომხმარებლებს სთხოვს, გემის მარკები „ცივი გონებით,“ ანუ ისე შეისყიდონ, რომ მარკა რაც შეიძლება, მეტ ადამიანს მიუვიდეს და არა პირიქით, ერთ ადამიანს - ბევრი წერილი.“


„უკრფოსტამ“ რუსული ხომალდის „გარკვეული მიმართულებით“ გაშვების თემაზე ახალი უკრაინული საფოსტო მარკის დასამზადებლად კონკურსი ჯერ კიდევ 1-ელ მარტს გამოაცხადა. კონკურსზე 500-ზე მეტი ესკიზი წარმოადგინეს, საიდანაც 20 ფინალისტი შეირჩა, ვისი ნამუშევარიც ფილატელისტურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. ხმის მიცემა უკრფოსტის Facebook-ის გვერდზე მიმდინარეობდა. გაიმარჯვა ესკიზმა, No3-მა, რომლის ავტორი უკრაინელი მხატვარი, ბორის გროხია. მის ესკიზს კენჭისყრაში მონაწილე 8000 მომხმარებლიდან 1700-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.



bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up