უკრაინული სტარტაპის ხელოვნური ინტელექტი აზრებს კითხულობს

უკრაინული სტარტაპის ხელოვნური ინტელექტი აზრებს კითხულობს

access_time2021-04-17 18:00:42

„ხელოვნურ ინტელექტს უახლოეს მომავალში დღევანდელთან შედარებით ბევრად უფრო ექსტრემალური შესაძლებლობები ექნება“, - თვლის უკრაინელი IT-მეწარმე ვიტალი მენიაილო.


სიცოცხლის გახანგძლივება, სამუშაო ადგილების ჩანაცვლება ნეირონული ქსელებით, თვითგანვითარებადი ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური ციხეებიც კი, ეს უახლოესი ათწლეულების სრულად რეალური პერსპექტივაა.


ბოლო წლების მანძილზე მენიაილო გონებრივი პროცესების ავტომატიზების შესწავლითაა დაკავებული. მან უკვე შექმნა ადამიანის სხეულის სკანირების ტექნოლოგია, რომელიც ანალიზისთვის ჩვეულებრივი მარტივი ფოტო სურათი სჭირდება. ეს აპლიკაცია ონლაინ-რეჟიმში ტანსაცმილის მიზომვის და არჩევის შესაძლებლობას იძლევა.


„ხელოვნური ინტელექტი - ეს არის საკუთარი აზრობრივი ფუნქციების გადაცემა პროგრამისთვის, რომელიც მას ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს. მაგალითად, ბარი რომელიც ადამიანის ხელის ანალოგია, რომელიც ორმოების ამოთხრის ამოცანას ბევრად უკეთესად უმკლავდება. ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ნაცვლად ჩვენივე სამუშაოს შეასრულებს“ - თვლის ვიტალი მენიაილო.



კომპანია Neurotrack –თან ერთად IT-ბიზნესმენი ავტომატური სწავლების და ნეირონული ქსელების გამოყენებით პროგრამულ უზრუნველყოფას წერს. ჭკვიანი მუზარადის, კომპიუტერული ხედვის და ნეიროფიზიოლოგიაში ცოდნის მეშვეობით ის ადამიანის ტვინის სიღრმეებში აღწევს.


უკრაინული აპლიკაციას სარეკლამო ტრენდების, მუსიკის პოპულარობის და ა.შ. ეთერში გასვლამდე პროგნოზირებს. ამას „ნეირომარკეტინგი“ ჰქვია - ეს ტექნოლოგიაა, რომელიც დასავლეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


პროგრამა ადამიანების თვალების მოძრაობების, პულსის, მიმიკის და თავის ტვინის აქტიურობას სწავლობს.


„მუზარადი სპეციალური აღჭურვილობით კომპოზიციის მოსმენის და რეკლამის ყურების პროცესში ადამიანების კონცენტრაციას და ჩართულობას ზომავს. ამ წელს ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ამ სისტემის ავტომატიზებას ახდენს და ტვინის ფუნქციონირების შედეგებს სწრაფად ამუშავებს“ - განაცხადა მენიაილომ.


მისი თქმით, კომპანია ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას აპირებს, იმისთვის, რომ ადამიანების აზრები რაც შეიძლება სწრაფად წაიკითხოს და ახალ დონეზე გავიდეს.


delo.ua

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up