ტექნიკური რეგლამენტის გაუქმების შემდეგ, რომელიც ქათმის ხორცში წყლის შემცველობას აკონტროლებდა, საქართველოს ბაზარზე უკრაინულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქტის შემოტანა გადაწყვიტა.
რეალიზაციისთვის კი ადგილობრივ საწარმოს „ბიუ-ბიუს“ სთხოვა დახმარება. ამის შესახებ კომერსანტს „ბიუბიუს“ ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე ესაუბრა.
„ ჩვენ დაგვიკავშირდა უკრაინული კომპანია, რომელსაც არ დავაკონკრეტებ შეგნებულად. და შემოგვთავაზეს გაყინული ქათმის ხორცის რეალიზაცია ბაზარზე.
გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ დაგვირეკეს მაშინ, როდესაც ჩვენ წარმოება გვაქვს და უნდოდათ ჩვენი დახმარებით პროდუქტის რეალიზაცია.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით, რადგან ჩვენი პროდუქტი გვაქვს და არც ვაპირებთ სხვასთან თანამშრომლობას.
არც იმ განცხადებას მივიჩნევთ რეალურად რასაც იმპორტიორები ამბობენ, რომ ადგილობრივი მეწარმეები ვერ ავუალთ ბაზარს და ვერ შევძლებთ მოსახლეობის მომარაგებას. რასაკვირველია ამას მოვახერხებთ და ვახერხებთ ახლაც, სხვისი დახმარების გარეშე.“-აცხადებს ვაშაკიძე.
„ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი იმპორტიორებსა და კონკურენციის არსებობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბაზარი ყველასთვის თანაბარია და მას კონკურენცია არ აშინებს.
„თუ იმპორტიორს უნდა რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ შემოიტანონ ქათამი წყლის გარეშე და არანაირი პრობლემა არ იქნება.
რაც შეეხება აუკრაინულ კომპანიას, რომლისგანაც შემოთავაზება მივიღეთ, უარს ვეუბნებით, მითუმეტეს ივნისიდან ვგეგმავთ გაფართოებას და ქათმის ხორცის 600-700 ტონით გაზრდას.“-აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.