„უკრპოსტა“ დეოკუპირებულ ხერსონში პირველ 2 ფილიალს ხსნის და პენსიების დარიგებას იწყებს.
„უკრპოსტას“ გენერალურმა დირექტორმა იგორ სმელიანსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, 2022 წლის 15 ნოემბრიდან, ხერსონში „უკრპოსტის“ დირექტორატის მუშაობის განახლების შესახებ.
„როგორც დაგპირდით, ხერსონში ვბრუნდებით და ხელცარიელები არ ვართ. დღეს პირველ 2 ფილიალს გავხსნით და ჩვენს ხერსონელ პენსიონერებს პირველ პენსიებს გადავუხდით,“— წერს სმელიანსკი ტელეგრამში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში 11 ნოემბერს შევიდნენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ „უკრპოსტა“ დაამზადებდა სამახსოვრო საფოსტო მარკას „ხერსონი უკრაინაა!“ თავად მარკის პრეზენტაცია დეკემბერში ხერსონში გაიმართება.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა