ამერიკული ყავის სახლების ქსელი Starbucks-ი უკვე მეშვიდე წელია კვების სეგმენტში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია მსოფლიოში. ამას ადასტურებს Brand Finance-ის მონაცემები.
2022 წელს ბრენდის ღირებულება 17%-ით გაიზარდა და $53.4 მილიარდს მიაღწია, შედეგად Starbucks-მა გაზარდა სხვაობა სწრაფი კვების რესტორნების ქსელ მაკდონალდსთან რომელიც ამ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. McDonald's-ის ღირებულება გასულ წელს 7%-ით დაეცა და $36.9 მილიარდი შეადგინა.
მესამე ადგილზეა KFC-ი $17.7 მილიარდით, მეოთხეზე Domino's Pizza $ 7,4 მილიარდით, მეხუთეზე კი Subway $7.1 მილიარდით. მეექვსე ადგილზე Taco Bell-ია $7.1 მილიარდით. ტოპ ათეულში ერთადერთი არაამერიკული ბრენდი იყო კანადური Tim Hortons, რომელიც მეშვიდე ადგილზეა $6.1 მილიარდით. მერვე ადგილს Wendy's იკავებს $6.1 მილიარდით, მეცხრეზე Burger King -$6 მილიარდით, ხოლო მეათეზე Pizza Hut-ია $5.9 მილიარდით