უკვე მეთექვსმეტედ - საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს

უკვე მეთექვსმეტედ - საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს

access_time2023-02-21 17:45:42

უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია Shell ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება.


ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს საკონსულტაციო კომპანია Kline & Company, Inc, რომელსაც ქიმიკატების, ენერგორესურსებისა და ფართო მოხმარების საქონლის კვლევების მიმართულებით 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ავტორიტეტული კომპანიის კვლევის მიხედვით, Shell პირველ ადგილს ინარჩუნებს საცხებ-საპოხი მასალების სამივე კატეგორიაში. ესენია: ინდუსტრიული სექტორისთვის, სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის.


მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერი საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Transcaucasian Distribution Company უკვე 13 წელია, Shell-ის პროდუქციით, ქართულ ბაზართან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ამარაგებს.



გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „დიდი ხანია Shell პირველობას არავის უთმობს, მაღალ ხარისხსაც ინარჩუნებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციასაც სთავაზობს. წინა წელს ამიერკავკასიის მასშტაბით Shell-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზაციის კუთხით ისტორიულ რეკორდს მივაღწიეთ და სამ მილიონ ლიტრს გადავაჭარბეთ“.

Shell-ის შემოსავლები გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში, კომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოგება  მიიღო.



ბრიტანული კომპანია პრემიუმ ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს როგორც ინდუსტრიული სექტორისთვის, ისე სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის.  Shell იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2019 წელს E-fluids-ების (ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სითხეები) პორტფოლიო გამოუშვა. ასევე პირველმა დაიწყო უნიკალური Gas To Liquids (GTL) ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. GTL ტექნოლოგიით ზეთების წარმოების პროცესს Shell PurePlus Technology დაერქვა.


გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი: „ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. GTL ტექნოლოგიის გამოყენებით Shell ბუნებრივ აირს უმაღლესი ხარისხის თხევად საბაზისო ზეთად გარდაქმნის, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ“.


გასულ წელს Shell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 24%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიად აქცევს.


Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.




ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: „Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ  Shell, ძრავის ზეთების გარდა, საწვავის მწარმოებელიც არის. მის საწვავს, Shell V-Power-ს, მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari“.


ბრიტანული მწარმოებელი, რომლის საქმიანობაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ერთ-ერთი პირველი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის წარმოადგენდეს ისეთ ენერგობიზნესს, რომელსაც ნახშირბადის ნულოვანი ემისია ექნება. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში განახლებად რესურსებს იყენებს.


ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. TDC-ის დირექტორის თქმით, 2022 წელს Shell-ის ზეთები რეკორდული რაოდენობით გაიყიდა როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკვე დაგეგმილია გავრცელების ქსელის გაფართოებაც და  სამომავლოდ TDC ბრიტანული ბრენდის პროდუქციის წარდგენას ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც აპირებს.

 


(R)



თეგები:
Shell თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up