უმაღლეს სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ​გადაერიცხებათ

უმაღლეს სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ​გადაერიცხებათ

access_time2020-09-07 14:20:28

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი აცხადებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი სწავლის საფასური ოქტომბრის თვისთვის ​გადაერიცხებათ.



ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური სრულად, სახელმწიფო გრანტის შესაბამისად დაუფინანსდებათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, 16:00 საათზე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.



ნუნუ მიცკევიჩი მოუწოდებს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, აღიდგინონ სტატუსი, რათა სახელმწიფო დახმარებით ისარგებლონ.




„როგორც მოგეხსენებათ, ერთი სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. ამ შემთხვევაში საუბარია სწორედაც იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სირთულეები გაჩნდა „კოვიდთან“ დაკავშირებით. ეს იყო 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი. ისე, რომ სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა გულისხმობს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არის 150 000 ქულის ქვემოთ, დაუფინანსდებათ და აუნაზღაურდებათ 2019-2020 წლის გაზაფხულის დავალიანება და შემოდგომის სემესტრი, რომელიც გახლავთ უკვე 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრი. მოხდება სწავლის საფასურის სრული დაფინანსება. მუშაობა დაწყებულია უკვე ამ მიმართულებით. უკვე განსაზღვრულია სიები. ჩვენ ველოდებოდით ასევე პირველკურსელთა ჩარიცხვას. ოქტომბრის თვისთვის უკვე გაიცემა, პირველი გადარიცხვა მოხდება უნივერსიტეტებში. ამისთვის მოვუწოდებთ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი სოციალური სტატუსი, აღიდგინონ უნივერსიტეტებში სტუდენტის სტატუსი, რადგანაც 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში მათ დასჭირდებათ აქტიური სტატუსი. ჩვენ დღეს, 16:00 საათზე გვაქვს შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც უკვე დაწვრილებით განვმარტავთ და ვთხოვთ უნივერსიტეტებს, დაეხმარონ ასეთ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაში, რადგან 2020-2021 წლის სემესტრში მათ საშუალება მიეცემათ, სწავლის საფასური სრულად იყოს გადახდილი და ანაზღაურებული“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.



რაც შეეხება, პანდემიის გამო უმაღლეს სასწავლებლებში დაწესებულ პრევენციულ ზომებს, ამ მიმართულებით, სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ძირითადმა უნივერსიტეტმა შემოწმება წარმატებით გაირა და პროცესი კვლავ გრძელდება.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up