უმაღლესი ხარისხის დიზელი უკვე აზერბაიჯანიდან შემოვა

უმაღლესი ხარისხის დიზელი უკვე აზერბაიჯანიდან შემოვა

access_time2023-01-06 19:30:14

2023 წლიდან „სოკარი“ ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტირებას იწყებს. უმაღლესი ხარისხის საწვავი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა. ბაქოში არსებული დიზელის ქარხანა დიდი ხნის განმავლობაში გადაიარაღების პროცესში იყო, რომელიც უკვე ფაქტობრივად, დასრულების ეტაპზეა და ქარხანა მზადაა გაზაფხულიდან ევრო 5 სტანდარტის დიზელი აწარმოოს.


აქამდე „სოკარის“ წილი დიზელის იმპორტში 40% მდე იყო, რაც 2022 წელს ქარხნის გადაიარაღების გამო დროებით შემცირდა. მიმდინარე წელს კი მოსალოდნელია რომ ეს წილი „სოკარმა“ კვლავ აღიდგინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რიგითი მომხმარებლისთვის და კორპორატიული კლიენტებისთვის გაჩნდება შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი ხარისხის ევრო 5 ტიპის დიზელი შედარებით დაბალ ფასად. დაბალ ფასს განაპირობებს მეზობელი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე, გამარტივებული ლოჯისტიკური ჯაჭვი, ტრანსპორტირების დროის სიმცირე და თავად იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება.


წლების განმავლობაში, „სოკარის“ ყველა ტიპის ბენზინი და ევრო დიზელი ევრო 5 სტანდარტს აკმაყოფილებდა, თუმცა, პორტფელში ასევე იყო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ევრო 4 ტიპის დიზელი, რომელიც ადგილობრივ ქსელში შედარებით დაბალ ფასად იყიდებოდა.



საქართველოს გარდა, „სოკარი“ ოპერირებს ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.


აღნიშნულ ქვეყნებში, „სოკარს“ შეაქვს უმაღლესი ხარისხის საწვავი „ნანო“ დანამატით, რომლითაც პეტრო-ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია “BASF SE” ამარაგებს. BASF-ში 111 ათასი ადამიანია დასაქმებული და გასულ წელს მისი ბრუნვა 78,6 მილიარდი ევრო იყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up