უმცირესობის დიქტატურა და შავი გედები: ვინ არის ნასიმ ტალები

უმცირესობის დიქტატურა და შავი გედები: ვინ არის ნასიმ ტალები

access_time2021-08-21 12:00:02

ტალებმა 2020–ის პანდემია და 2008 წლის საფინანსო კრიზისი იწინასწარმეტყველა, ხოლო გაზეთმა The Times მას თანამედროვეობის ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნე უწოდა. გაგაცნობთ ტალების იდეებს, რომლებიც სამყაროს უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ.


ვინ არის ნასიმ ტალები და რატომ საუბრობს ყველა მასზე?


ნასიმ ტალები ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, პუბლიცისტი და ფილოსოფიის დოქტორია. უპირველესად ტალები ცნობილია როგორც წიგნების „შავი გედი“ და „ანტისიმყიფე“. ორივე ნაშრომი მსოფლიო ბესტსელერი გახდა – საერთო ტირაჟმა 10 მლნ–ს გადააჭარბა. ტალები თავის წიგნებში მოგვითხრობს, როგორი წარმოუდგენელი მოვლენები განსაზღვრავენ ეკონომიკის მდგომარეობას, ხოლო ჩავარდნებს წარმატებამდე რომ მივყავართ.



ტალები საფინანსო ოდა სოციალური კრიზისების თავისი წინასწარგანჭვრეტით არის სახელგანთქმული. ვიდრე მწერალი გახდებოდა, ის სხვა სფეროში გაკეთებული პროგნოზებით გამოიმუშავებდა ფულს და წარმატებული ტრეიდერი იყო ბირჟაზე. „შავ ორშაბათს“, 1987 წლის 19 ოქტომბერს, როდესაც Dow Jones-ის ინდექსი 22,6%–ით დაეცა, ტალებმა აქციებით ვაჭრობით დაახლოებით $40 მლნ გამოიმუშავა.



ტალების იდეები განსაკუთრებით პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ვინაიდან მედიამ COVID-19-ს „შავი გედი“ შეარქვა. თუმცა, თავად მწერალი სრულად არ ეთანხმება ასეთ შეფასებას.


ტალებმა პანდემია ნამდვილად იწინასწარმეტყველა?


დიახ, შესაძლო მსოფლიო ეპიდემიის შესახებ ტალები ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდა. „ყველაზე მაღალი რისკი – ეს ახალი ეპიდემიებია. მედია სათანადოდ ვერ აფასებს ამ საფრთხეს და იშვიათად ტეხს ხმაურს სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ იმის შესახებ, რომ ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების რეზისტენტულობა იზრდება, ან იმის შესახებ, რომ ვირუსების ახალი შტამები ჩნდება“, – მსჯელობდა ტალები RBC-თან ინტერვიუში 2017 წელს. სამი წლის შემდეგ მანვე დასძინა, რომ კორონავირუსის დამანგრეველი ეფექტი იმის გამო შეიქმნა, რომ ბევრი სათანადოდ ვერ აფასებდა ეპიდემიას მაშინაც კი, როცა საფრთხე სრულიად თვალსაჩინო გახდა.


დღეს ტალები კორონავირუსის ეპიდემიას „თეთრ გედს“ უწოდებს, ვინაიდან მასთან საბრძოლველად წინასწარ მომზადება იყო საჭირო. მწერალმა განაცხადა: „შავი გედი“ – ეს არის რაღაც, რასაც არაფრით არ ელოდები. მაგრამ პანდემიებზე კინოებსაც იღებდნენ! როგორ შეიძლება ეს იყოს „შავი გედი“?“. ტალების აზრით, ნამდვილი „შავი გედი“ შეიძლება ეწოდოს პირველ მსოფლიო ომს, სსრკ–ის დაშლას, 11 სექტემბრის ტერაქტს და 2008 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისს.



არამხოლოდ „შავი გედები“: ტალების სხვა იდეები


სამყაროს უმცირესობები მართავენ



ტალები დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის მხოლოდ 4% წყვეტს, როგორ იცხოვრებს ყველა დანარჩენი. მათ, ვინც სოციალურ და კულტურულ მოცემულობებს გვკარნახობენ, ტალებმა „შეურიგებელი უმცირესობა“ უწოდა. „ისინი მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი დადონ ფსონზე, ოღონდ თავისი აზრი გაიტანონ“, – წერს ტალები წიგნში „საკუთარი ტყავით გარისკვა“. მეცნიერი მიიჩნევს, რომ აქტიური პოზიცია უფრო მეტი შედეგის მომტანია, ვიდრე რიცხობრივი უპირატესობა.


ამის მაგალითად ტალებს აშშ–ის სასმელების ბაზარი მოაქვს. თითქმის ყველა პროდუქტი კოშერულია, თუმცა ეს მოსახლეობის მხოლოდ 0,3%–თვისაა მნიშვნელოვანი. ასეთი მიდგომა, ერთის მხრივ, ბიზნეს–პროცესს ამარტივებს, მეორეს მხრივ კი – უმცირესობების ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. ვინაიდან კოშერულ სასმელებს ყველა მიირთმევს, მათი მასობრივი წარმოება არავის უფლებას არ ლახავს და მწარმოებლები აღარ არიან ვალდებული მარკირება მოახდინონ და დახლები დაყონ პროდუქციის შესაბამისად.


ასევე რადიკალურად განწყობილი უმცირესობის გამო დღემდე არ მიიღო მსოფლიომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები. თუ ოჯახის 4 წევრიდან ერთი იქნება გენმოდიფიცირებული პროდუქტის წინააღმდეგი, დანარჩენი 3 წევრიც უარს იტყვის მის შეძენაზე. კორპორაციებს ეს არ ესმით და რესურსებს დოგმატიკოსების გადარწმუნებაში ხარჯავენ.


ტალების აზრით, ანალოგიური მექანიზმი მუშაობს პოლიტიკაშიც. თუ რადიკალურ პარტიას ამომრჩეველთა 10% უჭერს მხარს, ხოლო კონსერვატორებს – 30%, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რადიკალებს გამარჯვების შანსი არ აქვთ. ხმის მიცემის შედეგს ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლები განსაზღვრავენ და სწორედ მათზე უნდა მიიმართოს აგიტაცია. აშკარა მხარდამჭერების გადარწმუნება შეუძლებელია – დროის ფუჭი კარგვაა.


„ბიტკოინი – ფინანსური პირამიდა იდიოტებისთვის“


„ბიტკოინის თითქმის ყველა მომხრე იდიოტია“, – განაცხადა ტალებმა 2020 წლის ივნისში. ის დარწმუნებულია, რომ ბიტკოინმა, როგორც საგადახდო საშუალებამ, არ გაამართლა. „ვალუტა არ შეიძლება იყოს უფრო მერყევი, ვიდრე პროდუქტი, რომლის ყიდვაც ამ ვალუტითაა შესაძლებელი. ვინაიდან ბიტკოინის კურსი არასტაბილურია, მას სავაჭროდ ვერ გამოიყენებთ და ეს ჩავარდნას ნიშნავს“, – წერს ის.


CNBC-თან ინტერვიუში მეცნიერმა თქვა, რომ ბიტკოინი ინფლაციისგან ვერ დაგიცავთ. ინვესტორებს კი ურჩევს, ნუ დაიჭერენ საქმეს კრიპტოვალუტასთან და მიწა, ან ზეთისხილი შეიძინონ: „თუ ზეთისხილი გაიაფდა, ზეითუნის ზეთი მაინც დაგრჩებათ“.


თუმცა, ტალები სულ ცოტა ხნის წინ არ იყო ასეთი კატეგორიული კრიპტოვალუტებთან მიმართებით. 2019 წელს ეკონომისტმა მოსკოვში ლექცია ჩაატარა, სადაც ამბობდა, რომ დანაზოგის ბიტკოინში შენახვას ანიჭებდა უპირატესობას და არა დოლარში. მაშინ ტალები მიიჩნევდა, რომ „კრიპტოვალუტას შეუძლია საზოგადოების დაზღვევა ანტიუტოპიისგან, რომელშიც სახელმწიფოს აქვს მონოპოლია ვალუტაზე“.

RBC




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up