უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების ფინანსური მდგომარეობა 2022 წლის დასაწყისიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში 94,64 მილიარდი დოლარით შემცირდა. რუსი მილიარდერების ზარალი Frank Media-მ, Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა.
ბიზნესმენების ზარალმა 8 თვეში 53,939 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამრიგად, ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, 1 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, რუსი ოლიგარქების ქონება მთლიანობაში 40,7 მილიარდი დოლარით შემცირდა.
გაღარიბებული რუსი მილიარდელების სიას Renova საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარე და Rusal-ის თანამფლობელი ვიქტორ ვექსელბერგი ლიდერობს. მისი ქონება 11,2 მილიარდი დოლარით შემცირდა და ახლა 7,24 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნავს Frank Media.
დაზარალებულ მილიარდერებს შორისაა Severstal-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მორდაშოვი - მან დაკარგა $9,78 მილიარდი და ახლა მისი ქონება $19,1 მილიარდად არის შეფასებული. საინვესტიციო კომპანია Volga Group Gennady-ის დამფუძნებლის ქონება 9,66 მილიარდი დოლარით შემცირდა და 12,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
NLMK-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ ლისინის ფინანსური მდგომარეობა შემცირდა 9,12 მილიარდი დოლარით და შეადგინა 18,9 მილიარდი დოლარი.
რომან აბრამოვიჩის ქონება კი, რომელიც სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის Evraz-ის უმსხვილესი აქციონერია, თითქმის განახევრდა — აბრამოვიჩიც ოფიციალური ქონება 8,26 მილიარდი დოლარის დაკარგვის შემდეგ, 9,74 მილიარს შეადგენს.