ბირჟის ამოქმედების შემდეგ, არის საშიშროება რომ გარკვეული რყევები განიცადოს ფასებმა და ზრდისკენ წავიდეს - ენერგეტიკოსი

ბირჟის ამოქმედების შემდეგ, არის საშიშროება რომ გარკვეული რყევები განიცადოს ფასებმა და ზრდისკენ წავიდეს - ენერგეტიკოსი

access_time2022-10-25 10:00:17

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ისევ გადავადდა, ამჯერად გაზაფხულამდე. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაშია ასახული, რომლის მიხედვით ბირჟის ამოქმედება 2023 წლის 1 აპრილს იგეგმება.  


ენერგეტიკოსი გია არაბიძე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას გონივრულს უწოდებს. ის ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ენერგოკრიზისზე მიუთითებს, რამაც გაზის ფასი ევროპაში მეგავატ-საათზე 273 ევრომდე გაზარდა.


„სექტემბერში რომ არ ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა ამით ქვეყანა არ დაქცეულა, არც მანამდე გამოუწვევია მის არამოქმედებას პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ჯობია ენერგეტიკული ბირჟა სრულყოფილად, გამართულად მივიყვანოთ ბოლომდე და ავამოქმედოთ, ვიდრე დავიწყოთ და ნამახვანის მშენებლობასავით გავაჩეროთ.



არ არის ეს იოლი საქმე, ევროპის ქვეყნებს აქვთ თითქმის 30 წელია, მაგრამ ბოლომდე გამართული იქაც კი არ არის. ამაზე არავინ დავობს, რომ კარგი იქნება და სახელმწიფოს ჩარევა აღარ მოხდება. ვფიქრობ, ჩვენს ადგილობრივ ენერგოობიექტებს კვლავ სჭირდებათ გარკვეული ტრეინინგების ჩატარება, რათა ახალ სისტემასთან იოლად ადაპტირება შეძლონ. ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და ჯობია გვიან, თუმცა სრულფასოვნად ამუშავდეს.


როდესაც ჩვენთან ელექტროენერგიის და გაზის ტარიფიც სუბსიდირებულია, ახლა რომ მკითხოთ რა ღირს ელექტრული ენერგია ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცით, ამიტომ ბირჟის შემთხვევაში ბაზარი ამასაც დაარეგულირებს. ბირჟის ამოქმედების შემდეგ, არის საშიშროება რომ გარკვეული რყევები განიცადოს ფასებმა და ზრდისკენ წავიდეს. წარმოიდგინეთ ვითარება, როცა თბოელექტროსადგურები ამუშავდება და მათ არ ჰყოფნით ე.წ სოციალური გაზი და იძულებულნი გახდებიან კომერციულ ფასად ნაყიდი გაზით დაიწყონ ელექტროენერგიის გამომუშავება. ასე გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი ბუნებრივია ძალიან მაღალი იქნება და შემდეგ იმ ფასად ბირჟაზე გატანაც პრობლემა იქნება. პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩვენთან ეს სფერო სუფსიდირებულია, ამას კი ბირჟა ვერ მოითმენს“, ამბობს გია არაბიძე.


2023 წლის 31 მარტამდე უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:
ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;
ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up