უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი პესტიციდებით და სასუქებით - გიორგი ხანიშვილი

უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი პესტიციდებით და სასუქებით - გიორგი ხანიშვილი

access_time2023-02-15 15:00:23

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორებს, საბითუმო და საცალო  სარეალიზაციო კომპანიების წარმომადგენლებს  შეხვდნენ.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სპეციალიზებული ობიექტების მიერ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის შესაბამისი  სტანდარტების დაცვა.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამები, მათ შორის, „თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამა", რომელთა განხორციელებაშიც დიდ წილი სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების  ეფექტიანად გამოყენებაზე მოდის.


„თხილის სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს. მიმდინარე წელს, ახალი პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომელიც მეთხილე ფერმერებისთვის ჰექტარზე  500 ლარის გამოყოფას გულისხმობს და სრულად თხილის მოვლის საშუალებებზე უნდა დაიხარჯოს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ  ბაზარი   უზრუნველყოფილი იყოს  ხარისხიანი პესტიციდებით და სასუქებით",  - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.  



როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა,   თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზატორი ის ობიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს და აქვთ მინიჭებული სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება.


„სააგენტო მაქსიმალურად აკონტროლებს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქიმიკატების  იმპორტიორებთან და მოვაჭრეებთან სურსათის ეროვნული სააგენტო შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up