ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული კრედიტების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
„ვადაგადაცილებულ სესხები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი. თუ შევხედავთ საერთაშორისო კლასიფიკაციით, უმოქმედო სესხების რაოდენობა არის ისტორიულად დაბალ დონეზე.
საკრედიტო ბიუროდან აღებული მონაცემებით სიტუაცია არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ადრე იყო, სანამ პასუხისმგებლობიანი დაფინანსების პრინციპები ამოქმედდებოდა. პანდემიამ გამოიწვია გარკვეული ცვლილებები და ზრდა, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ეს არის რაიმე საშიშ ნიშნულზე. თუ ჩვენ შევხედავთ უმოქმედო სესხებს საბანკო სექტორში, ის საკმაოდ დაბალ დონეზეა და დაახლოებით 2.1%-ს შეადგენს,”- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებით, საბანკო სექტორში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 414 მილიონ ლარს შეადგენს.