ფრანგულმა უმსხვილესმა საბანკო ჯგუფმა BNP Paribas-მა გადაწყვიტა შეაჩეროს რუსეთში ტრანზაქციები ანტირუსული სანქციების ფონზე, ამის შესახებ Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
მარტის ბოლოდან ბანკის რუსული ფილიალი კლიენტების მომსახურებას და ყველანაირ ოპერაციებს აჩერებს.
მარტის დასაწყისში ბანკის სათავო ოფისმა უკვე გათიშა რუსული წარმომადგენლობა შიდა კომპიუტერული სისტემიდან, რისი მიზანიც იყო ბანკზე კიბერშეტევებისგან თავის დაცვა. შემდგომში კი ჯგუფმა რუსეთში მუშაობის მთლიანად შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
BNP Paribas-ის რუსულ განყოფილებაში დასაქმებულია 500-ზე ნაკლები ადამიანი. კომპანია თავის საქმიანობას რუსეთში თანდათან ამცირებდა: საცალო ბანკინგი შეწყდა 2012 წელს, სამომხმარებლო დაკრედიტება კი 2020 წელს.
RBC.RU