ინდოეთის ნავთობის კორპორაციამ თავისი ბოლო ტენდერიდან გოგირდის მაღალი შემცველობის რამდენიმე სახეობის ნავთობი ამოიღო, მათ შორის რუსული Urals, წერს სააგენტო Reuters.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
სააგენტოს წყაროებმა თქვეს, რომ ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ ბაზრის მოთამაშეებს აცნობა: Das, Eugene Island, Thunder Horse და Urals მარკების ნედლი ნავთობი ამოღებულია ბოლო ტენდერიდან, რომელიც სამშაბათს იხურება.
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ინდოეთის პრემიერ–მინისტრს ნარენდრა მოდის განუცხადა, რომ რუსეთისგან დიდი რაოდენობით ნავთობის შეძენა არ შედის ინდოეთის ინტერესებში და შეიძლება ხელი შეუშალოს აშშ–ის რეაგირებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე.