UN WTO გენერალური მდივანი - განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენასა და კორონა-ვირუსის პანდემიის გავლენის შესუსტებაში

UN WTO გენერალური მდივანი - განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენასა და კორონა-ვირუსის პანდემიის გავლენის შესუსტებაში

access_time2021-11-02 11:00:00

„განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენასა და კორონა-ვირუსის პანდემიის გავლენის შესუსტებაში, აგრეთვე სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში,“ - ასე აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN WTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს მთავრობის ანტიპანდემიურ და ადგილობრივი ტურიზმის მხარდამჭერ პოლიტიკას წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამოგზავნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



წერილში დადებითადაა შეფასებული საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა UN WTO - ს მიერ ორგანიზებულ ტურიზმის მომავლის მსოფლიო სამიტზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა.


დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში და ვრცლად ისაუბრა როგორც პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერის საქართველოს გამოცდილებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებზე.




„უაღრესად ღირებული იყო თქვენი დასწრება მინისტრთა დებატებზე ტურიზმის შესახებ ხალხის, პლანეტისა და კეთილდღეობის მომავალის კუთხით და მადლობას გიხდით თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. თქვენმა გზავნილებმა მოწონება ჰპოვეს როგორც ადგილზე მონაწილეთა შორის, ისე ვირტუალური სივრცის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან ჩართულ მონაწილეების მხრიდან. UN WTO-ში ჩვენ გავაგრძელებთ წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საჯარო და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველვყოთ ტურიზმის სექტორის გრძელვადიანი აღდგენა. ეს ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ, რაც აისახა დოკუმენტში „ბარსელონას მოქმედებისკენ მოწოდება: ტურიზმის ახალი დღის წესრიგისკენ: ხალხისთვის, პლანეტისთვის და კეთილდღეობისთვის“ - აღნიშნულია წერილში.



„ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის იმედი ვიქონიოთ ამ დოკუმენტის არსის რეალიზებაში, ტურიზმის ტრანსფორმაციისკენ მიმავალ პროგრესის დაჩქარებაში, ხალხისა და პოლიტიკის შემქმნელების გაძლიერებაში, უკეთესი ტურიზმის ასაშენებლად მომავალი თაობებისთვის. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მომავალ წლებში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი არსებული კავშირები,“ - აღნიშნულია UN WTO - ს გენერალური მდივნის წერილში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up