უნაღდო ანგარიშსწორების გავლენა ეკონომიკაზე

უნაღდო ანგარიშსწორების გავლენა ეკონომიკაზე

access_time2022-01-31 16:55:33

უნაღდო ანგარიშსწორების გავლენა ეკონომიკაზე

ავტორი: მაია ხელაძე, PhD კანდიდატი, სს “ხალიკ ბანკი საქართველო”-ს საბანკო ბარათების სამმართველოს უფროსი.


აბსტრაქტი

ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები მომხმარებელი სტუმრობს საბანკო ოფისებს ფინანსური სერვისების მისაღებად, თანამედროვე მომხმარებელი არჩევანს სერვისების დისტანციურად, ონლაინ მიღებაზე აკეთებს, რაც საბანკო სექტორს განვითარების ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყობს, იქნება ეს ბაზრის ტრადიციული  მოთამაშე თუ ახალგაზრდა, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ფინანსური ორგანიზაცია.



ტრადიციული საბანკო პროცედურების შესრულებაში უამრავი ხალხია ჩართული.  მაღალტექნოლოგიური ფინანსური კორპორაციები კი მაქსიმალურ ავტომატიზაციას, სამანქანო სწავლებებსა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ ხელით შრომისა და პროცესების შესამცირებლად. საბანკო სექტორის აქტიურ კონკურენტებად სწორედ სწრაფად მზარდი „ფინტექ“ სექტორი გვევლინება: მობილური და ინტერნეტ გიგანტები, ფიჭური ოპერატორები, საგადახდო პროვაიდერები, ონლაინ პლატფორმები, რომელნიც ბანკებთან ერთად ჩაებნენ მომხმარებლისთვის ბრძოლაში და გლობალურ ჭრილში უფრო მოქნილად და სწრაფად რეაგირებენ ბაზრის მოთხოვნებზე ტექნოლოგიური კუთხით.



საგანთა ინტერნეტიზაცია (IoT-Internet of Things) თანამედროვე მსოფლიოს გადაუდებელი საჭიროება ხდება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ფინანსურ სექტორში შეიმჩნევა, რომელშიც მომხმარებელის ყოველდღიური საჭიროებებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო, იაფი და მოხერხებული ფინანსური ინსტრუმენტები ინერგება. სერვისების ინტერნეტში გადანაცვლება პერსონალური ინფორმაციის დაცულობაზე განსაკუთრებული მონიტორინგის არსებობას მოითხოვს. მომხმარებლის ცალსახა იდენტიფიკაცია ვირტუალურ სივრცეში ოპერირებისთვის იქცა გამოწვევად, რომლის გადაჭრასაც ინდუსტრია ბიომეტრიისა და ხელოვნური ინტელექტის  ჩართულობით ცდილობს.



ევროკავშირის მიერ დადგენილი ძლიერი ავტენტიფიკაციის ახალი სტანდარტი PSD2 საქართველოშიც ეტაპობრივად ინერგება. სტანდარტი მომხმარებლის ძლიერი ავტენტიფიკაციის განსახორციელებლად სამი ელემენტიდან ორის არსებობას მოითხოვს: 1. ქონა, 2. ფლობა და 3. ის, რაც ხარ. მესამე კომპონენტი სწორედ ბიომეტრიას გულისხმობს, რაც ციფრული სერვისებით ოპერირების ფართო შესაძლებლობებს იძლევა როგორც ბიზნესებისთვის, ისე სამთავრობო სექტორისთვის, თუმცა სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩო არც ბიომეტრიის გამოყენებასთან და არც დისტანციურ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული.



ძლიერი ავტენტიფიკაციის (PSD2) სტანდარტის დაკმაყოფილება მასშტაბური ტექნოლოგიური გადაიარაღების აუცილებლობას ქმნის, რაც მსხვილ კაპიტალდაბანდებებს უკავშირდება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფინანსური რესურსის გამოყოფას კი ყოველთვის დიდი მონდომებით არ უდგება ბიზნეს სექტორი, რომლისთვისაც აუცილებელია დაინახოს, რა ფინანსური სარგებელი შეიძლება მოჰყვეს ინვესტიციას მაღალტექნოლოგიურ სისტემებში.



ეკოსისტემის მონაწილე მხარეების მენეჯერთათვის მნიშვნელოვანია მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნის არსებობა – რა ეკონომიკური ეფექტი აქვს გაციფრების რელსებზე გადართვას. ციფრული ეკონომიკა, პირველ რიგში, ფულადი რესურსის ციფრულ არხებში გადაადგილებასა და უნაღდო ანგარიშსწორებას მოიცავს, რომლის განვითარებასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებაზე საერთაშორისო საგადახდო სქემებთან (VISA, Mastercard, American Express, Diners, JSV, UP…) ერთად კომერციული ბანკები და გადახდების ინდუსტრიის სხვა მონაწილეები ცდილობენ.



საგადახდო სისტემების როლი შეუცვლელია ჩვენთვის, როგორც ინდივიდებისთვის და, ასევე, ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის. საგადახდო სისტემა ფულს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ მან შეიძინოს გაცვლითი მნიშვნელობა საქონლისა თუ სერვისის შესყიდვისას  (Rambure and  Nacamuli, 2008, 3)




გადახდის ოპერაციის სისწრაფე, უსაფრთხოება, ფასი და მოხერხებულობა არის მომხმარებლის კმაყოფილების ძირითადი საზომები. ოპერაციის დადასტურებაზე გადაწყვეტილების მილიწამებში მიღების შესაძლებლობას ღრმა მანქანური სწავლება იძლევა. საგადახდო სქემა VISA მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენება ტრანზაქციის დადასტურება/უარყოფის პროცესში უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია მაღალი ხარისხის ნიშნულზე ავა და არ გამოიწვევს დროის ინტერვალის გაზრდასა და VISA Net ქსელის სტაბილურობას არ შეუქმნის საფრთხეს. ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მოწინავე ფორმების გამოყენება მოითხოვს მონაცემთა ბაზების ფართო მასივებთან წვდომას, რაც გლობალური საგადახდო სქემებისა და მათი  მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომია სრულიად მსოფლიოს მასშტაბით (www.visa.com, წვდომის თარიღი 2021 წლის 11 ნოემბერი). ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქმნება ძლიერი ტექნოლოგია მომხმარებელთათვის გადახდის პროცესის სარგებლიანობის უზრუნველსაყოფად, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში კომფორტული გადახდების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.



სტატიის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს გადახდების ბიზნესისსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას შორის კორელაციური დამოკიდებულებების გამოვლენა და მეცნიერულად დადასტურება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მაგალითებზე და საქართველოს რეალობაშიც. საგადახდო სფეროში ჩატარებული ძირეული კვლევები ნაშრომის ღირებულებას კიდევ უფრო ფასეულს ხდის, ამ სწრაფად განვითარებადი სფეროს მიმართ თანამედროვე ციფრული სამყაროს დიდი ინტერესისა და ასევე, მისი ლიტერატურულ გამოცემებში ხალვათად წარმოდგენიდან გამომდინარე. გადახდებსა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის ურთიერთდამოკიდებულება განსხვავებულია ქვეყნიდან ქვეყანაში, რასაც მოსახლეობის სუბკულტურები და მენტალობა, სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური სტაბილურობა, ფინანსური სექტორისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ქმედუნარიანობა უდევს საფუძვლად. კვლევების დეფიციტი საგადახდო ინდუსტრიასა და ეკონომიკის ზრდას შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ნაშრომში აღწერილ ძირითად მიგნებებსა და კანონზომიერებებს, რომელიც ნაწილობრივ ავსებს ამ დეფიციტის „გეპს“.



ლიტერატურის მიმოხილვა

საკვლევი თემის შინარსიდან გამომდინარე, სამეცნიერო  წყაროები, რომლებსაც ეყრდნობა ნაშრომში მოყვანილი არგუმენტები, ძირითადად უახლესი პერიოდს ეკუთვნის. ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიები და დარგის სპეციალისტთა შეფასებები შეჯერებულია თეორიულ ჩარჩოსთან საკვლევ კითხვებზე პასუხების ძიებისას.



საკვლევ კითხვებზე პასუხების ძიების პროცესი ორ  ძირითად მიმართულებად არის გაშლილი: 1. მომხმარებელთა დამოკიდებულების კვლევა დისტანციურ მომსახურებებზე, მათი და ბიზნესის მზაობის გამოვლენა სერვისების გაციფრულებაზე; 2. უნაღდო ეკონომიკის ფინანსური ეფექტები ფინანსური სექტორის მომგებიანობაზე; ფინანსური სექტორის მომგებიანობის კორელაცია ერთიანი ეროვნული პროდუქტის ფორმირებასა და მშპ-ის ზრდის დინამიკაზე.



  1. მომხმარებელთა და ბიზნესის მზაობის გამოვლენისთვის აუცილებელია რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტების გამოყენება, რათა ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა მენტალობა, სოციალური სტატუსი, გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული ფაქტორების გავლენა გაანალიზებულიყო საქართველოს რეალობაში. ვინაიდან დისტანციური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი საბანკო სფეროა, უმნიშვნელოვანესია კომერციული ბანკების სტრატეგიული ხედვისა და სამომავლო გეგმების თანხვედრა მომხმარებლის მოლოდინებთან მათთვის სასურველი და მოხერხებული ციფრული მომსახურების შესათავაზებლად. მსოფლიო პრაქტიკაში უკვე არსებობს აბსოლუტურად ციფრული ბანკები, რომლებიც ფიზიკური ოფისების გარეშე, მხოლოდ ონლაინ სერვისებს აწვდიან საკუთარ მომხმარებელს.


ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას და მომხმარებელთა ციფრულ სერვისებთან დამოკიდებულების დადგენას შეეხება არის Juniper Research-ის მიერ 2021 წლის 19 ივლისს გამოქვეყნებული Nick Maynard, Damla Sat-ის ავტორობით ჩატარებული კვლევაა „DIGITAL BANKING: BANKING-AS-A-SERVICE, OPEN BANKING & DIGITAL TRANSFORMATION 2021-2026“. კვლევაში შეფასებულია 15 ციფრული სერვისების მომწოდებელი ვენდორის, ასევე 30 აბსოლუტურად ციფრული ბანკის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგები და შედარებულია 30 ტრადიციული ბანკის შედეგებთან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ციფრული ტრანსფორმაციისთვის.



კვლევის მიხედვით სამომავლო საბანკო პლატფორმებად მიჩნეულია: ა) კომპიუტერი  ბ) მობილური ტელეფონი გ) ტაბლეტი დ) სმარტ საათი



Nick Maynard, Damla Sat-ის კვლევით დადგინდა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 40% სარგებლობს  ციფრული საბანკო სერვისებით და რომ მობილური ტელეფონით მოსარგებლეთა რაოდენობა დისტანციური ბანკინგის მომხმარებელთა 50%-ია და ეს ციფრი ყოველწლიურად 14%-ით იზრდება. მაშინ, როცა „დესკტოპ“ მომხმარებლები 6%-ით მზარდი ტრენდით გამოირჩევა. (https://www.juniperresearch.com/press/digital-banking-users-to-reach-2-billion, 23-11-2021)



რადგან მომხმარებელთა პრეფერენცია მობილური ტელეფონებისკენ იხრება, საგადახდო ინდუსტრია და საბანკო სექტორი მზად უნდა დახვდეს ამ ტენდენციას სერვისების მობილურზე მორგებულად შესათავაზებლად. Mobile First სტრატეგია აქტუალური უნდა იყოს გადახდების ეკოსისტემის ყველა მონაწილისთვის – ბანკიდან დაწყებული, სავაჭრო ობიექტით დასრულებული. ბიზნესმა ძალისხმევა მობილური აპლიკაციების შექმნასა და სერვისებში ინტეგრაციისკენ უნდა მიმართოს, რათა უნიფიცირებული, კომფორტული, იაფი და უსაფრთხო ურთიერთქმედების წერტილი შესთავაზოს მომხმარებელს მის ყოველდღიურ თანამგზავრში – მობილურ ტელეფონში ან სხვა თანამდევ გაჯეტში, როგორიცაა მაგალითად ჭკვიანი საათი.



2.      უნაღდო ეკონომიკის ფინანსური ეფექტები ფინანსური სექტორის მომგებიანობაზე

Moody’s Analytics-ის ანალიტიკოსებმა კითხვას მოაქვს თუ არა ელექტრონულ გადახდებს მაკროეკონომიკაში ბენეფიტები, უპასუხეს კვლევით – „ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“. კვლევაში მსოფლიოს 70 ქვეყნის მაკროეკონომიკური შედეგებია გაანალიზებული, კალკულაციები გაკეთებულია ბარათების გამოყენების მოხმარება/პერ კაპიტაზე დამოკიდებულების გამოსავლენად. საქონლისა და მომსახურების გაყიდვების ზრდის ეფექტის ექსტრაპოლაციით ანალიტიკოსებმა დაადგინეს კავშირი მოხმარების და შესაბამისად GDP-ის ზრდასთან. კერძოდ, 2011-2015 პერიოდში ბარათებით გადახდების გააქტიურებამ 296 მილიარდი დოლარით გაზარდა მოხმარება, რაც კუმულატიური მსოფლიო GDP-ის 0.1%-ს შეადგენს, ეს კი 74 მილიარდი აშშ დოლარია ჯამურ GDP-ში წლიურად. ამ ქვეყნების ეკონომიკები მსოფლიო GDP-ის 95%-ს აფორმირებენ („The Impact of Electronic Payments on Economic Growth“, Moody’s Analytics, 2016)



ბარათებით გადახდებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის დადებითი კორელაციაა. ელექტრონული გადახდები ეკონომიკას უფრო ეფექტიანს ხდის, ვინაიდან ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს, ასევე საქონლისა და მომსახურების ფლოუსაც აუმჯობესებს. მომხმარებლისთვის ყიდვის პროცესი უფრო მოხერხებული და კომფორტულია, რაც გამყიდველებისთვის ბიზნესის უკეთ მართვასა და გაყიდვების ზრდაში აისახება. ელექტრონული გადახდები ზრდის მომხმარებელთა თავდაჯერებას და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას, მათ შორის ზრდის ფორმალურ საბანკო სერვისებს მოკლებული მოსახლეობის ფინანსურ ინკუზიურობას და სთავაზობს მათ ნაღდი ფულის უსაფრთხო ალტერნატივას.



უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეწყობა სამთავრობო სტრუქტურებისთვისაც უმნიშვნელოვანესი ამოცანა უნდა იყოს, რადგან ტრანზაქციების გამჭვირვალობა განაპირობებს გადასახადების გადახდების აკურატულობასაც. ამიტომ ელექტრონული გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, გადახდების ეკოსისტემის მონაწილეთა წახალისება გააუმჯობესონ შეთავაზებული სერვისები უნდა იყოს სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი. მდგრადი საგადახდო სისტემები არ ნიშნავს მხოლოდ ტექნოლოგიებს, არამედ მის მონაწილეთა მოტივაციასაც, რათა შექმნან ღირებულება და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ამისგან. ელექტრონული გადახდების წახალისება ზრდის მომხმარებლისა და  მერჩანტების არჩევანს და ავითარებს კონკურენტულ გარემოს, რისგანაც ისევ მომხმარებლები ღებულობენ ბენეფიტებს („The Impact of Electronic Payments on Economic Growth“, Moody’s Analytics, 2016).



შესავალი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT სფერო) განვითარებამ ოფლაინ ბიზნესების ონლაინზე გადართვის აუცილებლობაში დაარწმუნა როგორც კორპორაციები, ისე ფიზიკური პირები, მიმდინარეობს ფიზიკური ფულის ელექტრონული ფულით აქტიური ჩანაცვლება (Premchand & Choudhry, 2015). საგადახდო სფეროს მიერ ციფრული სერვისების მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული შეთავაზებები ამ ტრანსფორმაციას კიდევ უფრო აჩქარებს და ციფრულ ფულს ყოველდღიურობად ხდის. „ფულის თეორიაში საინტერესო და აღსანიშნავი ფაქტია, რომ ფულის გამოყენება მისი გაჩენისას იყო უდავოდ პროგრესული, და როდესაც მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა, შემდგომი პროგრესის ხელშესაწყობად, გვიწევს მისი გამოყენებისგან თავის შეკავება“ (Dominique Rambure and Alec Nacamuli, 2006).



  1. როგორ დაიწყო უნაღდო ანგარიშსწორების ეპოპეა

ნატურალური მეურნეობა გადახდების ინდუსტრიის ძირეული წინაპარია, მყიდველსა და გამყიდველს შორის გაცვლის ერთეულად ძვირფასი ლითონების შემოღებამდე ვაჭრობისას ხორბალს, მიწებს, საქონელს და სხვა ნატურალურ პროდუქტებს იყენებდა მსოფლიო. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებამ საშუამავლო საქმიანობა განავითარა და საფუძველი ჩაუყარა ძვირფასი ლითონების გარიგებებში გამოყენებას – ლითონები, რომელთა ღირებულების შეფასება და გასაყიდ საქონელთან თანაზომადობის დადგენა მყიდველსაც და გამყიდველსაც უადვილებდა საქმეს. შემდგომი ნაბიჯი გარიგებების დოკუმენტალურად გაფორმებას და ვაჭრობის უფრო ცივილურ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. კერძოდ თამასუქებისა და ბანკნოტების საემისიო საქმიანობა, რომელშიც შუამალები აქტიურად ჩაერთვნენ და მომხმარებელს უფრო კომფორტული და ადვილად მონეტარიზირებადი ინსტრუმენტი შესთავაზეს. სწორედ ამ დროს უკავშირდება ოქროს სტანდარტის დამკვიდრება ფულის ბაზარზე მე-20 საუკუნეში, რათა შუამავალთა მზარდი მადიდან გამომდინარე, ემიტირებული ბანკნოტების რაოდენობა არ გასცდეს არსებულ ოქროს მარაგებს და ბანკნოტებმა თავისი მსყიდველუნარიანობა შეინარჩუნოს. ასე იქცა ფული (ბანკნოტები) სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებად და ის კვლავ განაგრძობდა განვითარებას. ტელეგრაფის და მორზეს კოდის (1850), ტელეფონისა (Graham Bell,1875) და ინტერნტის (World Wide Web – 1990) განვითარებამ გადახდები და შესაბამისად ფული, როგორც გადახდის ინსტრუმენტი ევოლუციის შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. ფულის გადაადგილება დროსა და სივრცეში უფრო სწრაფი და მოხერხებული გახდა, მომხმარებელს ფულის ტარების ნაცვლად მისი ციფრული ანალოგის: ჩეკი, ბარათი, საბანკო ანგარიში და ა.შ ტარება უადვილდებოდა თავისი ადგილობრივი და ქვეყანათა შორისი საქმიანი ურთიერთობებისას. მე-20 საუკუნეს უკავშირდება რევოლუცია საგადახდო ინდუსტრიაში, როდესაც ყოველდღიურმა გადახდებმა ელექტრონულ არხებში გადაინაცვლა. 1914 წლიდან ევროპასა და ამერიკაში აქტიურად დაიწყო საკრედიტო ბარათების გამოყენება სასტუმროებსა და ვაჭრობაში. 1956 წლიდან Bank of America-მ მომხმარებელს პირველი საბანკო ბარათი სახელწოდებით „Charge Card“ (შემდგომში Visa) შესთავაზა საკუთარი ფულადი სახსრების უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად გამოსაყენებლად, რასაც ფართო აღიარება და მოთხოვნის გაზრდა მოჰყვა საერთაშორისო მასშტაბით. ასე იქცა Visa და შემგომ mastercard და სხვა ტექნოლოგიური კორპორაციები მომხმარებლის  ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად სრულიად მსოფლიოში. 30 მილიარდზე მეტი საბანკო ბარათით დღეში საშუალოდ 1.3 მილიარდი ტრანზაქცია დღეში, ყოველ წამში 14,840  (https://www.statista.com/, იანვარი, 2022) გადახდის ოპერაცია ხორციელდება ციფრულ არხებში უსაფრთხოდ, სწრაფად და მოხერხებულად, რისთვისაც ამ ინდუსტრიაში ჩართული მხარეები: საგადახდო სქემები, ბანკები, პროვაიდერი ტექნოლოგიური კომპანიები, რეგულატორები დღენიადაგ ზრუნავენ და ქმნიან საიმედო გარემოს უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარიზაციისთვის.

დიაგრამა №1 – საბარათე ტრანზაქციების რაოდენობა მსოფლიოში



Bfm.ge  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up