თიბისი ბანკის არხებით განხორციელებული უნაღდო დანახარჯები გართობაზე წლიურად 76%-ით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე კი 40%-ით გაიზარდა - ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ მომხმარებლის დანახარჯის დინამიკაში აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თებერვალში ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და წლიურად 20% შეადგინა. ასევე გაიზარდა უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა და ზრდა 29%-ს უტოლდება.
2023 წლის თებერვალში, სურსათზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით გაუმჯობესდა და 34% შეადგინა 2022 წელთან შედარებით. სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი უცვლელად შენარჩუნდა და კვლავ 17 ლარს უტოლდება.
თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა და წლიურად 35% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირდა და 304 ლარს გაუტოლდა. 2023 წლის თებერვალში, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, კვლავ მაღალ ნიშნულზეა და 77% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.
2023 წლის თებერვალში, უნაღდო დანახარჯების ზრდა რესტორნებსა და კაფეებში, თიბისი ბანკის არხებით, შენელდა და 2022 წელთან შედარებით 60% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე შემცირდა და 28 ლარს უტოლდება. უნაღდო დანახარჯები გართობაზე, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით გაუმჯობესდა და წლიურმა ზრდის ტემპმა 76% შეადგინა.
უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და ზრდის ტემპმა 40% შეადგინა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო ღირებულებამ მცირედით დაიკლო და 95 ლარს შეადგენს. სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 2023 წლის თებერვალში 25% შეადგინა.
„ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა და ზრდამ 2022 წლის დონესთან შედარებით 44% შეადგინა. უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ავეჯსა და მოწყობილობებზე, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით შემცირდა და წლიურად 46%-ს გაუტოლდა.
2023 წლის იანვარში, უნაღდო დანახარჯების ზრდა საწვავზე, თიბისი ბანკის არხებით, კვლავ შემცირდა და წლიურად -20% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯმა მცირედით მოიმატა და 51 ლარს გაუტოლდა. მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, გაუმჯობესდა და 2022 წელთან შედარებით 49%-ს გაუტოლდა. საშუალო დანახარჯი ტრანზაქციაზე შემცირდა და 71 ლარი შეადგინა.
2023 წლის თებერვალში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ფარმაციაზე, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა და წლიურად 11%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯების ზრდა პირად ჰიგიენაზე მცირედით შემცირდა და 29% შეადგინა 2022 წელთან შედარებით. უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ექიმთან ვიზიტებზე, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 29% შეადგინა. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გაიზარდა და 36%-ს გაუტოლდა 2022 წელთან შედარებით“, — აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.