უნდა დაავალდებულოს თუ არა კანონმა კომპანიები, თანამშრომლებს დაზღვევა შეუძინონ – ექსპერტის მოსაზრება

უნდა დაავალდებულოს თუ არა კანონმა კომპანიები, თანამშრომლებს დაზღვევა შეუძინონ – ექსპერტის მოსაზრება

access_time2023-04-13 19:30:15

საქართველოში სავალდებულო დაზღვევის პირველი მასობრივი პრეცედენტი იქმნება. საუბარია მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, რომელიც, არსებული გეგმით, პარლამენტმა წელს უნდა დაამტკიცოს და ის, სავარაუდოდ, მომავალ წელს ამოქმედდება. მოჰყვება თუ ამას სავალდებულო სახით სხვა სახის, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის ამოქმედება?

 

სავალდებულო დაზღვევის ცენტრის გენერალური დირექტორის  გიორგი ჩაჩუას განცხადებით, შესაძლოა ეს იყოს ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა კომპანიების ჭრილში. ანუ კანონმა დაავალდებულოს კომპანიები, თანამშრომლები მინიმალური პაკეტით უზრუნველყონ.

 

„ასევე სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კარგადაა განვითარებული ისევე როგორც საპენსიო ნაწილი. ჩვენს შემთხვევაში ოპტიმისტურია  ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რადგან ესაა დაზღვევის პირველი სახეობა, რაც შეიძლება სავალდებულო სახით ამოქმედდეს,“ – განაცხადა  ჩაჩუამ.

 

მისი თქმით, ქვეყანაში ზოგადად დაზღვევის სფეროში საზოგადოების ცნობადობა დაბალია. ასეთ შემთხვევაში კი გამოსავალია სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება, რაც განვითარებად ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.


 

მისივე განცხადებით,  ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა განვითარებული და მდგრადია და  შესაბამისად მოსახლეობას პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ რჩება დანაზოგი სადაზღვევო პროდუქტების შესაძენად, დაზღვევის კულტურა ვალდებულების გარეშეც მაღალია.

 

საქართველოში კი, რომელიც განვითარებად ეკონომიკას მიეკუთვნება, სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა პრობლემაა, რადგან ადამიანები ორიენტირებულნი არიან პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე – კვებაზე, ტანსაცმლის შეძენაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია საზოგადოების მენტალიტეტიც, რომელიც რისკებზე არ ფიქრობს.

 

„ყველა ქვეყანას მსგავსი გზა აქვს გავლილი და რაღაც ეტაპზე სავალდებულო დაზღვევის შემოღება აუცილებელია,“- აღნიშნა გიორგი ჩაჩუამ.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up