უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა, თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ - კახა კალაძე

უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა, თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ - კახა კალაძე

access_time2022-12-21 14:40:22

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებაა, ქალაქში თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ.

 

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ, მერიაში გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც საუბრის მთავარი თემა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროება იყო.

 

„ნებისმიერი თანამედროვე ქალაქი სხვადასხვა პრინციპის დაცვით ვითარდება, მათ შორის, ერთ-ერთია ინკლუზიურობა. ამ მხრივ, არც თბილისია გამონაკლისი. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ თუ გამწვანების პროექტში ვითვალისწინებთ ინკლუზიურობის პრინციპს. რამდენიმე დღის წინ, მერიაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ  ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროებაზე მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის. მათ შორისაა, ხმოვანი შუქნიშნები, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს და მინდა, საზოგადოებას განვუმარტო: შუქნიშანზე ალბათ ხშირად გსმენიათ ხმები. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მთელს მსოფლიოში ადაპტირებულია და თბილისშიც დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება. ამ მიმართულებით საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ღამის საათებში ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს და პრეტენზიებს გამოთქვამენ. უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა, გადაადგილდნენ თავისუფლად და უსაფრთხოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში შუქნიშნების ხმის რეგულირებას გულისხმობს.

 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია და ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა.

„აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემის დანერგვის პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up