„უნდა განვიხილოთ მოდელი, რომ პენსიების დარიგების ხარჯი სახელმწიფომ დააფინანსოს“ – მერაბ ჯანიაშვილი

„უნდა განვიხილოთ მოდელი, რომ პენსიების დარიგების ხარჯი სახელმწიფომ დააფინანსოს“ – მერაბ ჯანიაშვილი

access_time2021-11-09 15:55:52

პენსიონერებისთვის მომსახურების პირობების ნებისმიერი სახით გაუმჯობესებას მიესალმება ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. თუმცა, აცხადებს, რომ უნდა დაიდოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს საპენსიო მომსახურების დახვეწა და უფროსი თაობის წარმომადგენლებზე გაცემულ კრედიტებზე სესხის პროცენტის შემცირება.


„ერთია, იდეის გაჟღერება და მეორეა, წარმოადგინო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეასრულებ და როგორ ასახავ პრაქტიკაში გაჟღერებულ ინიციატივებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერცერთი პოლიტიკოსის მხრიდან, ვინც წინასაარჩევნოდ საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირების საკითხი გააქტიურა, ვერ მოვისმინე კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. მით უმეტეს, რომ ამ პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ისმოდა პოპულისტური განცხადებები, რომ პროცენტი მაღალია და „ადამიანურ“ პროცენტამდე უნდა შემცირდეს. რამდენია მაღალი და რამდენია „ადამიანური“, ამას ვერავინ აკონკრეტებდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ ამ პოპულიზმის ნიაღვარმა კომიკური სახე მიიღო“, – აცხადებს ჯანიაშვილი.


მისივე ინფორმაციით, კითხვის ნიშნები ჩნდება იმ ნაწილშიც, თუ რამდენად შეამცირებს საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთს, ტენდერის ხელახალი გამოცხადება. გარდა ამისა, რამდენად აქვთ სხვა ბანკებს საკმარისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონში დაარიგონ პენსიები. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, იმისთვის, რომ საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, ამისთვის შესაძლოა განხილულ იყოს სახელმწიფოს მიერ სადისტრიბუციო ხარჯების დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება.



„ლიბერთი ბანკი“ პენსიების გაცემისთვის სახელმწიფოს საკომისიოს არ სთხოვს, ანუ დარიგების ხარჯს თავად ბანკი აფინანსებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთ მოდელად ისიც უნდა განვიხილოთ, რომ პენსიების დისტრიბუციის ხარჯები საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღოს. ამიტომ, ავდგეთ და ეს თანხები აღნიშნული სესხის სუბსიდირებაზე მივმართოთ. ვფიქრობ, თუ მოხდება დისტრიბუციის ხარჯის სუბსიდირება, შესაძლოა საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ამის ხარჯზე შემცირდეს“, – აცხადებს ჯანიაშვილი.


bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up