უნდა იყვნენ სხვა კომპანიებიც, რომელთა უფლებები გაუთანაბრდება „საქართველოს რკინიგზისას“ - პაატა ცაგარეიშვილი

უნდა იყვნენ სხვა კომპანიებიც, რომელთა უფლებები გაუთანაბრდება „საქართველოს რკინიგზისას“ - პაატა ცაგარეიშვილი

access_time2023-04-10 21:00:59

მთავრობა ახალ სსიპ-ს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ქმნის, რომელიც სარკინიგზო სექტორს ზედამხედველობას და მონიტორინგს გაუწევს. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2023 წელს უწყების ბიუჯეტი 1.3 მლნ ლარი იქნება, ხოლო მისი შექმნა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს წარმოადგენს.


როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა, პრობლემა რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზასთან და მსხვილ საწარმოებთან არსებობს, კონკურენციის არ არსებობაა და აუცილებელია ბაზარზე ოპერირებდნენ სხვა სარკინიგზო კომპანიები, რომელთა უფლებები გათანაბრებული იქნებოდა „საქართველოს რკინიგზის“ უფლებებთან.


„2017 წლიდან, 3 და 4 პრემიერი გვპირდებოდა, რომ აუცილებლად იყო გასატარებელი რეფორმა რკინიგზაში, რომელიც კონკურენტულ გარემოს შექმნიდა. კონკურენტული გარემო ნიშნავს იმას, რომ უცხოური იქნება კომპანია, თუ საქართველოში აღმოცენებული სარკინიგზო კომპანიას, პირობითად, თუ საკუთარი ვაგონები აქვს, შეეძლოს სარკინიგზო ქსელის გამოყენება, ისევე როგორც „საქართველოს რკინიგზას“, რომ ისინი იყვნენ თანაბარ პირობებში. იმისათვის, რომ კონკურენტული გარემო შეიქმნას“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.



მისი თქმით, ამ რეფორმის განხორციელების საწყისი ეტაპი ნებისმიერი გარეშე კომპანიის სერტიფიცირების აუცილებლობაა. ამასთან ერთად, ინფრასტრუქტურის რგოლს, რომელიც რკინიგზას კურირებს, გავლილი უნდა ჰქონდეს ავტორიზაცია.


„სწორი ნაბიჯია გადადგმული, ამით ევროკავშირის დირექტივა განხორციელდება. პირველ რიგში, უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, სერტიფიცირებული იყვნენ. ამავე დროს, ინფრასტრუქტურის რგოლს, რომელიც რკინიგზას კურირებს, გავლილი უნდა ჰქონდეს ავტორიზაცია. ეს 2 ფრაგმენტი - გადამზიდავების უსაფრთხოების სერტიფიცირება და ინფრასტრუქტურის ავტორიზაცია აუცილებლად გარეშე მეთვალყურე ორგანომ, ამ შემთხვევაში რკინიგზის მარეგულირებელმა ორგანომ უნდა განახორციელოს. ამ 2 პოსტულატის ამოქმედებით, 2016 წლის 798 დირექტივას შევასრულებთ, რომლის პასუხისმგებლობაც აღებული გვაქვს“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.


მისი თქმით, ამ რეფორმის დაწყება დადებითად მოვლენაა, ეს არის დასაწყისი, რომელსაც იმპლემენტაცია, განხორციელება უნდა მოჰყვეს.


„რეფორმა 2024 წლიდან იწყება. მას ფაზები აქვს 7-დან 10 წლამდე. ის ხშირად უარყოფითი ფინანსური შედეგებით ხასიათდება და ნებისმიერ კომპანიას, ამ შემთხვევაში - „საქართველოს რკინიგზას“ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმის ხელახალი გადააზრება მოახდინოს და სწორი მიმართულებით წავიდნენ“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up