უნდა ვიცოდეთ, რაში ხარჯავენ ფულს - ვატო ასათაშვილი კურორტების განვითარების გეგმაზე

უნდა ვიცოდეთ, რაში ხარჯავენ ფულს - ვატო ასათაშვილი კურორტების განვითარების გეგმაზე

access_time2022-10-11 16:00:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კურორტების განვითარების გეგმაზე მუშაობა კიდევ ერთხელ, ამჯერად პარლამენტის ტრიბუნიდან დააანონსა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე თვეა შეიქმნა სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო, რომლის კომპეტენციაში იქნება კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.


როგორც ჩანს, კურორტების განვითარების გეგმაზე, რაც მთავრობას აქვს გაწერილი, ან ახლა წერს, სექტორისთვის უცნობია.


„საერთოდ ინფორმაცია არ გვაქვს. ამბობენ, რომ გეგმა მალე იქნება. იმედია სამოქმედო გეგმას გააკეთებენ და გვეტყვიან რას აკეთებენ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. მაგრამ მე არ მგონია რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგან. თუნდაც პრეზენტაციაში და დავალებაში რომ ეწეროთ, ესა თუ ის უნდა გაკეთდეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას შეასრულებენ, რადგან კურორტებს მართავს ცალკე ორგანიზაცია, ზამთრის კურორტების განვითარების კომპანია და შეარულებენ მას“, - გვითხრა “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა.



რაც შეეხება თავად სააგენტოს და მის საქმიანობას, ასათაშვილი ამბობს, რომ მათი დავალება რა იქნება, ძალიან ბუნდოვანია.


„ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი საინვესტიციო სააგენტო, რომელმაც უნდა გააკეთოს კურორტების გენგეგმა, და ამ გენგეგმის მიხედვით შეუდგეს საქმიანობას, მე ამას ვამბობ სპეკულაციების დონეზე, რადგან არანაირი ინფორმაცია საჯარო სივრცეში არ გამოდის. უპირველეს ყოვლისა, მნიშნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციამ თავისი მისიის შესახებ საჯაროდ განაცხადოს, რას აპირებენ, როგორც მინიმუმ ანგარიშვალდებულების კუთხით, საბიუჯეტო ორგანიზაცია შეიქმნა და რას აკეთებს? ანუ რაზე მუშაობს? იმის მიხედვით თავის გეგმას რომ გაგვაცნობენ, ვიტყვით კარგი გეგმა აქვთ, ცუდი თუ რა შეიძლება გაკეთდეს, აპრიორი შემიძლია გითხრათ, რომ ვერაფერ ქმედითს ესენი ვერ განახორციელებენ. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ საერთოდ მზადაც არ არიან, როგორც ჩანს. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტრო და სააგენტოს ხელმძღვანელი ამ თემაზე არ საუბრობენ, აბსტრაქტულად, რაღაც სადღეგრძელოებით გვესაუბრებიან, ბიუჯეტი გამოიყო, ფულს ხარჯავენ და ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, რაში ხარჯავენ?", - ამბობს ვატო ასათაშვილი.


წყარო: bm.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up