UNDP-ი ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი, თანასწორი და კლიმატგონივრული განვითარების გზაზე

UNDP-ი ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი, თანასწორი და კლიმატგონივრული განვითარების გზაზე

access_time2022-04-10 10:42:10

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარში უდგას საქართველოს გლობალური და რეგიონული გამოწვევების დაძლევის საქმეში, რომლებიც პანდემიას, კლიმატის ცვლილებას და ამჯერად, უკვე უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს უკავშირდება. თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ამ გზავნილით შეაჯამა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, UNDP-ის ადმინისტრატორის თანაშემწემ და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა მისი სამდღიანი ვიზიტი საქართველოში.

„ეს გადამწყვეტი დროა მთლიანად რეგიონისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას განვითარების ყველა სფეროში. ასეთია ჩემი გზავნილი საქართველოს მთავრობისა და ხალხის მიმართ“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, 7 და 8 აპრილს, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ამავე ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრები პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მეწარმე ქალებთან და ახალგაზრდობასთან. UNDP-ის რეგიონული დირექტორი შეხვდა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი გაეცნო საკვანძო ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება, გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა და საქართველოს დახმარება კლიმატისადმი მდგრადი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. გაეროს განვითარების პროგრამა

საქართველოს პარლამენტში, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო დაესწრნენ ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებას „საპარლამენტო თავგადასავალი“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც ჩართულები არიან საპილოტე სასწავლო პროგრამაში პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის შესახებ. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული სასწავლო მოდულებისა და ილუსტრირებული სახელმძღვანელოების მეშვეობით, მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები იღებენ ადვილად გასაგებ და საინტერესოდ მიწოდებულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტისა და საპარლამენტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.


მირიანა სპოლიარიჩ ეგერი ასევე შეხვდა მეწარმე ქალებს, რომლებიც ქალთა ბიზნეს ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობენ. ეს ინიციატივა UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და მეწარმე ქალებს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, ბიზნესის 360-გრადუსიან ხელშეწყობას სთავაზობს.

კლიმატისადმი მედეგი განვითარება და გარემოს დაცვა UNDP-ის რეგიონული დირექტორის ვიზიტის ერთ-ერთ ცენტრალურ შინაარსს წარმოადგენდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილთან, და საქართველოში იაპონიის ელჩთან, იმამურა აკირასთან ერთად, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი დაესწრო ახალი პროექტის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტყის მდგრად მართვას ემსახურება. იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდება UNDP-ის გლობალური ინიციატივის „კლიმატური დაპირების“ ფარგლებში, რომელიც მსოფლიოს 100 ქვეყანაში ხელს უწყობს სათბური აირების ემისიების შემცირებასა და პარიზის შეთანხმებასთან მიმართებაში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველომ ამბიციური გეგმები დაისახა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის საქმეში. ამ მრავალმხრივი დღის წესრიგის შესრულების შედეგად, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ბიომრავალფეროვნების დაცვის, მწვანე განვითარებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

„გაეროს განვითარების მხარს უჭერს ამ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას კლიმატგონივრული მომავლისკენ“, - დასძინა მან.

გაეროს განვითარების პროგრამის ცნობით, 9 აპრილს, UNDP-ის რეგიონული დირექტორი კახეთს ეწვია, სადაც წყალდიდობისგან დაცვის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგებს გაეცნო.

„UNDP-ის ეს საქმიანობა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით, 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში. პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი - დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანი, უკეთ იქნება დაცული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up