აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებიდან ერთი დღის შემდეგ, უნგრეთი რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის (IIB) წევრობას ტოვებს.
გადაწყვეტილება თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა.
„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, აშშ-ს სანქციებმა საბანკო ოპერაციები უაზრო გახადა. შესაბამისად, ხელისუფლება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიდან გამოიხმობს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებს და ტოვებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს“, — წერია განცხადებაში.
12 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა ბუდავპეშტში განთავსებულ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს, რომელმაც სათაო ოფისი 2019 წელს მოსკოვიდან უნგრეთში გადაიტანა.