უნგრეთის პრემიერ-მინისტრმი ვიქტორ ორბანი, აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ნაწილობრივ დამნაშავეა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე სანქციების დაწესებით და უკრაინის ფინანსური მხარდაჭერითა და იარაღის მიწოდებით ომის ცეცხლს ანთებს.
„როდესაც რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, დასავლეთმა არ მოახდინა კონფლიქტის იზოლირება. ომი უკრაინაში არ არის კონფლიქტი სიკეთისა და ბოროტების არმიებს შორის, არამედ ეს არის კონფლიქტი ორ სლავურ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ეს მათი ომია და არა ჩვენი“, - აღნიშნა ვიქტირ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი არის დასავლეთის სამყაროს ნაწილი, ნატოდა და ევროკავშირის წევრი, სადაც უნგრეთის გარდა, ყველა მხარს უჭერს ომს ერთნაირად მოქმედებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და ლტოლვილები მიიღო, ეს დახმარება არ ნიშნავს უნგრეთის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების შეწყვეტას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და რეალურად, ვურჩევთ მთელ დასავლურ სამყაროს იგივე გააკეთოს, რადგან ურთიერთობების გარეშე არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, მშვიდობიანი მოლაპარაკებები“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.