Unicef-ი 17 360 ქართველის გაღარიბებას პროგნოზიებს - „ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლევას არ ეთანხმებიან

Unicef-ი 17 360 ქართველის გაღარიბებას პროგნოზიებს - „ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლევას არ ეთანხმებიან

access_time2022-10-21 10:00:34

Unicef ინფლაციისა და ეკონომიკური შოკის ფონზე საქართველოში სიღარიბის გაზრდას ვარაუდობს. კვლევის მიხედვით, დამატებით 17 ათასზე მეტი პირი შესაძლოა სიღარიბეში აღმოჩნდეს, აქედან 4255 კი ბავშვი იქნება. Unicef-ის ახალი პუბლიკაციის გათვლებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა განსაკუთრებით გააუარესა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსახლეობის მდგომარეობა.


Unicef-ის პროგნოზს არ იზიარებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობა და მათი მოლოდინი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, უფრო ოპტიმისტურია.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის წევრი, დეპუტატი გელა სამხარაული Unicef-ის კვლევას არ ეთანხმება და „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ აღებული კურსი, იქნება იმის წინაპირობა რომ ის პრობლემები რაც ცენტრალურ აზიაში და რეგიონშია მოსალოდნელი საქართველოზე ისე მტკივნეულად არ აისახება.


„ომი ძალიან ცუდად მოქმედებს ყველა ქვეყანაზე, განსაკუთრებით რეგიონზე. ჩვენი პოლიტიკაც იქეთ არის მიმართული, რომ საომარი ვითარება საქართველოზე არ გადმოვიდეს და ქვეყნის სტაბილიზაცია და განვითარება გაგრძელდეს. ეკონომიკური პრობლემა მთელ რეგიონში იქნება. არამხოლოდ განვითარებად ქვეყნებში, არამედ განვითარებულ ქვეყნებში მათ შორის ევროპაში, მოსალოდნელია ეკონომიკური დაღმასვლა, თუმცა ჩვენი მთავრობის შედეგია ის რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.


რაც შეეხება Unicef-ის კვლევას, ის უფრო ბავშვებზე აკეთებს აქცენტს, მართალია მათ მეთოდოლოგიას არ ვიცნობ, თუმცა იქ უფრო არის დაშვება და არა მოსალოდნელი შედეგი. შესაძლოა მათ რეგიონის ჭრილში განიხილეს საქართველო, თუმცა ჩვენ ერთი მხრივ რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მეორე სახელმწიფოს მიერ დანიშნული სოციალური პაკეტები, რომლებიც ჩვენი მოწყვლადი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას განაპირობებს. ასევე მუნიციპალიტეტებს აქვთ დახმარებები როგორც ბავშვებთან მიმართებით ასევე ზოგადად ოჯახების მიმართულებით. შესაბამისად თუ ზოგადად შევაფასებთ ეკონომიკურ წინსვლას, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში რა თქმა უნდა პრობლემები იქნება, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი კურსი თუ გაგრძელდა, ეს შედეგები არ იქნება ასეთი მტკივნეული და ვერ დავეთანხმებოდი Unicef-ის კვლევას, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი გაღარიბდება“,  აღნიშნა გელა სამხარაულმა.


„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა სეფაშვილი თვლის, რომ მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს მოსახლეობას, დაძლიოს ის ეკონომიკური სიდუხჭირე და ის სიღარიბე, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ახასიათებს, შესაბამისად მომავალში სიღარიბის უფრო მეტად შემცირებას მოელის.



„ნამდვილად დაუნახაობაა, არ შევნიშნოთ ის მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და გავითვალისწინოთ აგრეთვე ის კონტექსტი, რა პირობებშიც საქართველოს უწევს ფუნქციონირება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეგიონში მიმდინარეობს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელმაც გამოიწვია მთელი მსოფლიოს ეკონომიკის რეცესია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური ეკონომიკის განვითარება ნეგატიური ტენდენციებით ხასიათდება და ამ პირობებში, როდესაც საქართველოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩემი აზრით ნამდვილად მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის სიღარიბის იმ დონის შემცირებისთვის, რაც საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი და არავითარ შემთხვევაში უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას და საქართველოს მოსახლეობას, დაძლიოს ის ეკონომიკური სიდუხჭირე და ის სიღარიბე, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ახასიათებს.


2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 4 % - ით შემცირდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაახლოებით 36 ათასი ადამიანი დასაქმდა და გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხოვნებაც. ნუ ვიქნებით მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირებული, ის პოზიტიური ძვრები, რაც არსებობს საქართველოს ეკონომიკაში, ნამდვილად მიმართულია ინფლაციის გადალახვისა და სიღარიბის დაძლევისაკენ“, — ამბობს ეკა სეფაშვილი.


„კომერსანტი“ დაუკავშირდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხვა წევრებსაც „ქართული ოცნების“ პარტიიდან, მათ შორის დავით სონღულაშვილს, ისკო დასენს, ნინო წილოსანს, გოჩა ენუქიძეს და ვასილ ჩიგოგიძეს, თუმცა მათ ჩვენ ზარებს არ უპასუხეს. 


უფრო მეტად ოპტიმისტურია სიღარიბესთან დაკავშირებით არსებული მოლოდინები „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებისთვის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ფიქრობს, რომ 7-8 წლის თავზე საქართველოში სიღარიბე საერთოდ აღარ იქნება.


„სტატისტიკური მაჩვენებლებით ჩვენი ეკონომიკა იზრდება და იზრდება ისე, როგორც არავისთან, მაგალითად, ჩვენს სამეზობლოში. დღეს გვაქვს ის რეალობა, როდესაც საქართველოში არის სიღარიბე, სამწუხაროდ, თუმცა თუ მომავალი 6-7 წელი ასეთივე ზრდა გვექნება, მე შემიძლია გითხრათ, რომ 7-8 წლის თავზე საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება“,  ამბობს სამხარაძე.


სიღარიბის დონის შემცირებით ამაყობს მინისტრიც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო მისი დაძლევის ერთადერთი გზა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა.


„რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საქართველოსთვის არანაკლებ მტკივნეული გამოწვევაა სიღარიბე. 2021 წლის ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებელი 3,8 პპ-ით შემცირდა და 21,3%-დან 17,5%-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 2 პპ-ით შემცირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და მისი დონე მაღალია ქვეყანაში. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა, რაც ადამიანებს მოუფიქრებიათ და რეალისტურია, სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. შესაბამისად, სიღარიბის შემცირება უნდა მოვახდინოთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად“,  აღნიშნა მინისტრმა.



თეგები:
სიღრიბე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up