9 მარტის მონაცემებით , რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან 1,5 მილიონი უკრაინელი ბავშვი გაიქცა. - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდ unicef - ზე დაყრდნობით foxnews ავრცელებს.
მათივე UNICEF-მა ხაზი გაუსვა იმ რისკს, რომელიც ბავშვებს მსგავს სიტუაციებში ექმნებათ, მათ შორის ტრეფიკერებისგან, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ ქაოსი.
„უკრაინის ომი იწვევს მასიური გადაადგილებისა და ლტოლვილების ნაკადებს - პირობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა და ბავშვთა დაცვის მწვავე კრიზისი“, - თქვა აფშან ხანმა, UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
UNICEF-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ტრეფიკინგის იდენტიფიცირებული მსხვერპლთა 28% ბავშვები არიან.