ყოველდღიური ტანსაცმლის იაპონური ქსელი Uniqlo 2023 წელს იაპონიაში თანამშრომლების ხელფასების 40%-მდე ზრდას გეგმავს. ამის შესახებ ქსელის ოპერატორმა Fast Retailing-მა განაცხადა.
„ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომლის ამბიციებისა და ნიჭის შესაბამისად დაჯილდოების მიზნით, აგრეთვე მსოფლიო სტანდარტების ფარგლებში კომპანიის ზრდის პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, Fast Retailing აცხადებს, რომ 2023 წლის მარტიდან დაჯილდოების სისტემა ამოქმედდება“, - აცხადებს ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური რითეილერი.
ხაზგასმულია, რომ ხელფასები გაეზრდება კომპანიის ყველა თანამშრომელს, თუმცა გაზრდის დონე დაკავებულ თანამდებობაზე და სტაჟზეა იქნება დამოკიდებული. ირკვევა, რომ მატება ბონუსების გადახდაზეც აისახება. Fast Retailing-ი პირობას დებს, რომ გამოიყენებს ფუნდამენტურად ახალ მიდგომას თითოეული თანამშრომლის მუშაობის შესაფასებლად, რომელიც მიზნად ისახავს აქტიური, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე თანამშრომლების სამართლიან წახალისებას.